ჭადრაკი

22:27 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ 70-ე ადგილზე გადაინაცვლა

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2716) ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის მე-4 ტურში შავი ფიგურებით რუს ალეკსანდრ შიმანოვთან (2649) წააგო და ლიდერთა ჯგუფს ჩამოშორდა.

ქართველ დიდოსტატს, რომელიც სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ტურნირზე მე-6 განთესვა გააჩნია, 2.5 ქულა შერჩა და 70-ე ადგილამდე დაქვეითდა.

ბაადურის გარდა, 2.5 ქულა აქვთ აქტივში ლუკა პაიჭაძეს (2529), გიორგი ბაღათუროვს (2408), ნანა ძაგნიძეს (2546) და გაიოზ ნიგალიძეს, ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი კი რუსი ევგენი ნაიერი გახლავთ, რომელსაც ოთხივე პარტია მოგებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ ერევანში მიმდინარე ტურნირის საპრიზო ფონდი 150 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 20 000 ევროს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 16 000-ს, ხოლო მესამეადგილოსანი – 14 000-ს.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება. 90 წთ/40 სვლაზე + 30 წთ. პარტიის ბოლომდე + 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან. ყაიმზე შეთანხმება აკრძალულია მეორმოცე სვლამდე.

ტურნირში 27 ქვეყნის 258 მოჭადრაკე ასპარეზობს. ევროპირველობის რეიტინგ-სიას ფრანგი ეტიენ ბაკრო (2739) ლიდერობს, ხოლო ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა, როგორც აღვნიშნეთ, მეექვსე ნომრადაა განთესილი.

 

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში. 3-14 მარტი. ერევანი (სომხეთი). მე-4 ტური

ალეკსანდრ შიმანოვი (რუსეთი, 2649) – ბაადურ ჯობავა (2716) 1:0

ნანა ძაგნიძე (2546) – ზოლტან ალმაში (უნგრეთი, 2704) 0.5:0.5

ალეკსეი დრეევი (რუსეთი, 2679) – ლუკა პაიჭაძე (2529) 0.5:0.5

ვადიმ ზვიაგინცევი (2653) – გიგა ყუფარაძე (2507) 1:0

გიორგი სიბაშვილი (2239) – რაფაელ ვაგანიანი (სომხეთი, 2570) 0:1

ალეკსანდერ მოისეენკო (რუსეთი, 2712) – სალომე მელია (2453) 1:0

გიორგი ბაღათუროვი (2408) – ლევან ფანცულაია (2606) 1:0

ვიორელ იორდაჩესკუ (მოლდოვა, 2583) – მერი არაბიძე (2388) 1:0

ბარის ესენი (თურქეთი, 2563) – ალექსანდრე ყაშაშვილი (2378) 1:0

სედრაკ მატევოსიანი (2213) – გაიოზ ნიგალიძე (2527) 0:1

ივერი ჭიღლაძე (2365) – ანასტასია ბიკოვა (რუსეთი, 2132) 1:0

ირაკლი ბერიძე (2364) – არამ აკობიანი (სომხეთი, 2103) 1:0

ნიკა ღვამბერია (2133) – იოჰან სალომონი (ნორვეგია, 2340) 0.5:0.5

ბაჩანა მორჩიაშვილი (2335) – აშოტ პარვანიანი (სომხეთი, 1804) 1:0

ნოე თუთისანი (2137) – ანასტასიოს პავლიდისი (საბერძნეთი, 2340) 0.5:0.5

ნატო იმნაძე (2100) – სერბან პორფირეანუ (რუმინეთი, 1903) 1:0

 

სატურნირო მდგომარეობა

1. ევგენი ნაიერი (რუსეთი, 2633) – 4.0 ქულა; 2. ვლადისლავ არტემიევი (რუსეთი, 2621) – 3.5; 3. ალეკსანდრ შიმანოვი (რუსეთი, 2649) – 3.5; 4. ალეკსანდერ რიაზანცევი (რუსეთი, 2689) – 3.5; 5. ივან ჩეპარინოვი (ბულგარეთი, 2681) – 3.5; 6. იგორ კოვალენკო (ლატვია, 2626) – 3.5; 7. ალეკსანდერ მოტილევი (რუსეთი, 2656) – 3.5;... 57. პაიჭაძე – 2.5;... 59. ბაღათუროვი – 2.5;... 70. ჯობავა – 2.5;... 76 – ძაგნიძე – 2.5;... 106. ნიგალიძე – 2.5;... 123. სიბაშვილი – 2.0;... 143. ჭიღლაძე – 2.0;... 145. ბერაძე – 2.0;... 156. მორჩიაშვილი – 2.0;... 159. ყუფარაძე – 2.0;... 169. ყაშაშვილი – 1.5;... 170. არაბიძე – 1.5;... 181. მელია – 1.5;... 184. ფანცულაია – 1.5;... 196. ღვამბერია – 1.5;... 228. თუთისანი – 1.0;... 230. იმნაძე – 1.0;...

0.118545