ჭადრაკი

21:37 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა მსოფლიოს თასს გამოეთიშა

ქართველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ (2696) 2013 წლის მსოფლიოს თასის მე-2 რაუნდში უკრაინელ ანტონ კორობოვთან (2720) კლასიკური პარტიები ფრედ კი დაასრულა, თუმცა, ორივე 25-წუთიანი პარტია დათმო, 1:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასს ნორვეგიის ქალაქი ტრომსო მასპინძლობს, შეჯიბრის საპრიზო ფონდი კი 1 600 000 დოლარია, საიდანაც ქართველმა დიდოსტატმა 10 000 მიიღო.

0.12001