არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ ალ აინში მიმდინარე ტურნირის მე-7 ტურში ქართველი ბაადურ ჯობავა (2705) შავი ფიგურებით უკრაინელ ანდრეი ვოვკს (2599) დაუზავდა და 6.0 ქულით ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.
ჯობავას უახლოესი კონკურენტები ლევონ ბაბუჯიანი (სომხეთი, 2512), ვასიფ დურარბაილი (აზერბაიჯანი, 2559), მარტინ კრავცივი (უკრაინა, 2617) და ხსენებული ვოვკი არიან, რომლებიც ბაადურს 0.5 ქულით ჩამორჩებიან.
ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ხვიჩა სუპატაშვილი (2455) 4.5 ქულით 31-ე ადგილზე იმყოფება.
მე-8 ტურში ქართველი მოჭადრაკეები თეთრი ფიგურებით ითამაშებენ. ჯობავა კრავცივს დაუპირისპირდება, ხოლო სუპატაშვილის მეტოქე მოლდოველი ვიორელ იორდანესკუ (2614) იქნება.