ჭადრაკი

23:57 | 18.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა ფილიპინელთან დამარცხდა

იტალიურ ბერგამოში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის მე-6 ტურში საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2713) შავი ფიგურებით ფილიპინელ უესლი სოსთან (2744) დამარცხდა და ლიდერს კიდევ უფრო მეტად ჩამორჩა.

ჯობავა 2.5 ქულით მე-3 ადგილამდე დაქვეითდა, სო კი პირველ პოზიციაზეა 4.0 ქულით. ქართველსა და ფილიპინელს შორის ებრაელი ემილ სუტოვსკია (2620) 3.0 ქულით. გასულ ტურში სუტოვსკიმ შავებით იტალიელი დანიელე ვოკატურო (2584) დაამარცხა, დღის კიდევ ერთი პარტია კი, უნგრელი ზოლტან ალმაშის (2693) და იტალიელი საბინო ბრუნელოს (2568) მონაწილეობით, გადაიდო.

მე-7 ტურში ჯობავა ისვენებს, 19 ივლისს კი ბაადური ალმაშისთან გადადებულ პარტიას დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ასპარეზობა “პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის” ორგანიზებით ტარდება და 7 მონაწილე წრიული სისტემით პარტიების გადადების საშუალებით ასპარეზობს.

0.115999