ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა (2706) მინსკში მიმდინარე დავიდ ბრონშტეინის მემორიალის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
ბელარუსული ტურნირის მე-7 ტურში ჯობავა თეთრი ფიგურებით უწინდელ ლიდერ – რუს დანიილ დუბოვს (2614) დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა.
შედეგად, ბაადურმა 6.0 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, უახლოესი მდევრები სერგეი ტივიაკოვი (ჰოლანდია, 2639), ხსენებული დუბოვი და ალეკსანდრ შიმანოვი (რუსეთი, 2658) კი მას 0.5 ქულით ჩამორჩებიან.
ბოლოსწინა მე-8 ტურში ჯობავა შავი ფიგურებით ტივაკოვს ეთამაშება და მოწინავე პოზიციის შენარჩუნებას ეცდება.
შეგახსენებთ, რომ ბრონშტეინის მემორიალის გამარჯვებულს საპრიზო ფონდიდან 10 ათასი დოლარი ერგება.