ჭადრაკი

12:27 | 13.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა და ბაციაშვილი დაუმარცხებლად ასპარეზობენ

ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა (2706), რომელიც რუსეთის საკლუბო ჩემპიონატზე ბელორეჩენსკის “უნივერსიტეტის” ღირსებას იცავს, დაუმარცხებლად ასპარეზობას განაგრძობს.

ტურნირის მე-5 ტურში ბელორეჩინსკელები მოსკოვის “ნაშე ნასლედიეს” დაუპირისპირდნენ და 2.5:3.5 წააგეს (წარუმატებლობა ევგენი ალეკსეევის ალექსანდრ მოროზევიჩთან მარცხმა განაპირობა), ჯობავა კი თეთრი ფიგურებით იან ნეპომნიაშჩის (2732) დაუზავდა.

შეგახსენებთ, რომ ბაადური “უნივერსიტეტის” პირველ დაფაზე ირჯება და ექვს პარტიაში მისი მონაგარი 3 მოგება და 3 ყაიმია. მე-6 ტურში ბელორეჩენსკელები, რომელთაც 8.0 ქულით მე-4 ადგილი უკავიათ, დესნოგორკის “ატომს” დაუპირისპირდებიან.

ქალთა ტურნირში 6.0 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება ყაზანის “ლადია”, რომლის ღირსებასაც ნინო ბაციაშვილი (2408) იცავს. ნინომ მონაწილეობა ოთხ პარტიაში მიიღო და მის აქტივში 2 მოგება და 2 ყაიმია.

0.114765