ბაადურ ჯობავამ (2706) ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის მე-6 ტურში რუსი დანიილ დუბოვი (2618) შავი ფიგურებით ჩვეულ სტილში დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.
სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ტურნირზე ჯობავამ 4.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.
ევროპის პირველობას 5.5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს რუსი ალეკსანდერ რიაზანცევი (2656), მის გარდა კი, ბაადურს ქულათა მონაგარით მხოლოდ 3 მოჭადრაკე უსწრებს: რადოსლავ ვოიტაშეკს (პოლონეთი, 2713), ჰრანტ მელკუმიანს (სომხეთი, 2613) და ვიკტორ ლაჟნიჩკას (ჩეხეთი, 2681) 5-5 ქულა გააჩნიათ.
სასიამოვნო მოულოდნელობა იყო საქართველოს ჩემპიონ გაიოზ ნიგალიძის (2517) გამარჯვება (შავი ფერის ფიგურებით) პოლონელ დიდოსტატ ბარტოშ სოჩკოსთან (2654) და ალექსანდრე ყაშაშვილის (2378) წარმატება (ასევე შავებით) ბელარუს დიდოსტატ ალექსეი ალეკსანდროვთან (2544).
შეგახსენებთ, რომ სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ტურნირის საპრიზო ფონდი 150 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 20 000 ევროს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 16 000-ს, ხოლომესამეადგილოსანი – 14 000-ს.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება. 90 წთ/40 სვლაზე + 30 წთ. პარტიის ბოლომდე + 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან. ყაიმზე შეთანხმება აკრძალულია მეორმოცე სვლამდე.
ტურნირში 27 ქვეყნის 258 მოჭადრაკე ასპარეზობს. ევროპირველობის რეიტინგ-სიას ფრანგი ეტიენ ბაკრო (2739) ლიდერობს, ხოლო ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა მეექვსე ნომრადაა განთესილი.
ცნობისთვის, 9 მარტი დასვენების დღედ არის გამოცხადებული, ევროპირველობის მომდევნო მე-7 ტურის პარტიები კი 10 მარტს შედგება.
ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში. 3-14 მარტი. ერევანი (სომხეთი). მე-6 ტური
დანიილ დუბოვი (რუსეთი, 2618) – ბაადურ ჯობავა (2716) 0:1
დავიდ ნავარა (ჩეხეთი, 2700) – ნანა ძაგნიძე (2546) 1:0
ლუკა პაიჭაძე (2529) – მაკსიმ როდშტეინი (ისრაელი, 2691) 0.5:0.5
ბარტოშ სოცკო (პოლონეთი, 2654) – გაიოზ ნიგალიძე (2527) 0:1
მარიო შახინგერი (ავსტრია, 2398) – ლევან ფანცულაია (2606) 0.5:0.5
გიორგი ბაღათუროვი (2408) – ვიტალი გოლოდი (ისრაელი, 2673) 0.5:0.5
დავორინ კულიაშევიჩი (ხორვატია, 2567) – მერი არაბიძე (2388) 0.5:0.5
ალეკსეი ალეკსანდროვი (ბელარუსი, 2544) – ალექსანდრე ყაშაშვილი (2378) 0:1
ივერი ჭიღლაძე (2365) – ვალერი ნევეროვი (უკრაინა, 2508) 0.5:0.5
ირაკლი ბერაძე (2364) – გიგა ყუფარაძე (2507) 0:1
ბაჩანა მორჩიაშვილი (2335) – რობერტ აღასარიანი (სომხეთი, 2503) 0:1
სალომე მელია (2453) – ნორაირ ტოროსიანი (სომხეთი, 2216) 1:0
ტიგრან არუთინიანი (სომხეთი, 2422) – გიორგი სიბაშვილი (2239) 1:0
ნიკა ღვამბერია (2133) – დავიდ შაჰინიანი (სომხეთი, 2356) 0.5:0.5
ნოე თუთისანი (2137) – ჰოვანეს აკობიანი (სომხეთი, 1869) 1:0
ნატო იმნაძე (2100) – ირმა ბეჟაშვილი (ისრაელი, 1749) 1:0
ქართველ მოჭადრაკეთა სატურნირო მდგომარეობა:
12. ბაადურ ჯობავა (2706) – 4.5
59. გაიოზ ნიგალიძე (2494) – 4
71. ლუკა პაიჭაძე (2544) – 3.5
88. ალექსანდრე ყაშაშვილი (2370) – 3.5
105. სალომე მელია (2453) – 3.5
108. გიგა ყუფარაძე (2507) – 3.5
115. გია ბაღათუროვი (2408) – 3.
117. ნანა ძაგნიძე (2546) – 3
121. მერი არაბიძე (2374) – 3
137. ივერი ჭიღლაძე (2380) – 3
138. ლევან ფანცულაია (2612) – 3
179. ირაკლი ბერაძე (2375) – 2.5
188. ბაჩანა მორჩიაშვილი (2335) – 2.5
191. ნიკა ღვამბერია (2125) – 2.5
203. გიორგი სიბაშვილი (2243) – 2
219. ნოე თუთისანი (2137) – 2
223. ნატო იმნაძე (2100) – 2