ფეხბურთი

17:50 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯო კოული უთამაშებლობას უჩივის

“ვესტ ჰემის” 32 წლის შემტევი ჯო კოული აცხადებს, რომ ის “ჩაქუჩებში” თავისი ყოფით უკმაყოფილოა და კლუბის დატოვებას არ გამორიცხავს.

“ვესტ ჰემთან” შესანიშნავი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ აშკარაა, რომ სეზონის მიწურულს საკმარისად ხშირად არ ვთამაშობდი. ასე რომ, ზაფხულში თავისუფალ დროს გამოვიყენებ, რათა სწორ გზას დავადგე.

კარიერის ამ ეტაპზე, ჩემთვის, ფული მნიშვნელოვანი არა. ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება მინდა.” – ციტირებს კოულის სიტყვებს ტალკშPOღთ-ი.

ჯო კოულს “ვესტ ჰემთან” კონტრაქტი მიდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და მას უკმაყოფილების მიზეზი ნამდვილად აქვს, რადგან ძირითად შემადგენლობაში გასული წლის 28 დეკემბრის შემდეგ არ გამოჩენილა. 32 წლის ფეხბურთელმა, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, სრული მატჩი მხოლოდ ერთხელ ჩაატარა.

0.122303