ფეხბურთი

16:23 | 6.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯიქიამ “განძასარს” მიაშურა

შოთა ჯიქია, რომელიც გასულ სეზონში ერევნის “ულისესში” გამოდიოდა, კარიერას კაპანის “განძასარში” გააგრძელებს.

ახალ გუნდში 28 წლის ქართველი თავდამსხმელის დებიუტი ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა.

“განძასარმა” საკუთარ მოედანზე ყაზახეთის “აქტობესთან” 1:2 წააგო, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ჯიქია 86-ე წუთზე შეცვალეს.

აქვე გეტყვით, რომ განვლილ სეზონში, სომხეთის 8-გუნდიან პრემიერლიგაში “განძასარმა” მე-3 ადგილი დაიკავა.


თეგებიშოთა ჯიქია
0.117783