საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთმა ცენტრალურმა მატჩმა გულშემატკივრის მოლოდინი სრულად გაამართლა. თბილისის “არმიამ” “ჯიქებს” ორი უპასუხო ლელო გაუტანა, მაგრამ შეხვედრის ბედი ჯარიმებმა გადაწყვიტა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა - 18:18.
არმიელებმა თამაში უკეთ დაიწყეს და მთელმა პირველმა ტაიმმა, რომლის დროსაც მათ ზურგქარიც ეხმარებოდა, მათი უპირატესობით ჩაიარა. მასირებულ იერიშებს და მეტოქის 22-ის ხაზთან ტრიალს მე-14 წუთზე ლელო მოჰყვა. მარჯვენა ფლანგზე გრძელი გადაცემის შემდეგ, გიგა გაგოშვილის შეჩერება ვეღარავინ მოახერხა და ანგარიში გაიხსნა. ბახვა კობახიძეს გარდასახვა გაუფუჭდა და ცოტა ხანში გასატანი პოზიციიდან ჯარიმაც ვერ გამოიყენა.
სათამაშო უპირატესობა “არმიას” მხარეს იყო, მაგრამ ტაიმის შუაში “ჯიქებმა” პირველად რომ შეუტია და მორკინალებმა მეტოქის 22-ის ხაზამდე მიაღწიეს, დამცველი გუნდი დაჯარიმდა და ნუგზარ გიორგაძემ ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა. ასე გაგრძელდა შესვენებამდე - არმიელები უტევდნენ და დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ “ჯიქები” თავს იცავდა და მეტოქის ნახევარზე გადასვლის შემთხვევაში ჯარიმის შესრულების უფლებას იღებდა. გიორგაძემ პირველ ტაიმში კიდევ ორი ზუსტი დარტყმა შეასრულა და ტაიმი 9:5 დასრულდა.
დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, გიორგაძემ ახლა უკვე ქარის მიმართულებით დაკრა და მეოთხე ცდიდან მეოთხე ჯარიმა გაიტანა. “არმიამ” მალევე საკადრისი პასუხი გასცა - საკუთარი დერეფნის მოგების შემდეგ, ირაკლი ჩხიკვაძემ ბურთი მაღალ სისწრაფეზე მიიღო, სამი მბოჭავი ჩამოიცილა და ლელო გაიტანა, ხოლო კობახიძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. მთლიანობაში, მეორე ნახევარში თამაში გათანაბრდა, ქარი ახლა “ჯიქების” სასარგებლოდ უბერავდა და გიორგაძეს ორჯერ მიეცა ჯარიმიდან საკუთარი გუნდის დაწინაურების შანსი, მაგრამ მიზანმა ორივე შემთხვევაში უმტყუნა.
სამაგიეროდ, საკუთარი შანსი აფციაურმა არ გაუშვა და “არმია” დააწინაურა, მაგრამ ორიოდე წუთში თანაბარდობა აღდგა. ახლა “არმია” დაჯარიმდა ცენტრის სიახლოვეს, კამათისთვის 10 მეტრით დაისაჯა და გიორგაძის დარტმა ზუსტი იყო. 74-ე წუთზე აფციურმა არმიელები კვლავ ჯარიმით დააწინაურა და მალევე კიდევ ერთი შანსი მიიღო, მაგრამ თითქმის კარის გასწვრივ დაახლოებით 28 მეტრიდან დარტყმა გაუფუჭდა. ცოტა ხნით ადრე თანამსაჯთან კამათის გამო ზვიად მაისურაძე ყვითელი ბარათით დაისაჯა, მერე, მეტოქის 22-ში გიგა გაგოშვილმა “ჯიქების” მოთამაშეს ჯარიმის სწრაფად გათამაშება არ დაანება და ისიც სინბინით დაისაჯა. ამ დროს უკვე მსაჯის მიერ დამატებული წუთები მიდიოდა, “ჯიქებმა” ორკაცნაკლულ მეტოქესთან ლელოზე თამაშს ჯარიმის კარში დარტყმა არჩია და გიორგაძემ მარცხნივ დაახლოებით 25-26 მეტრიდან საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 18:18.
ბოლნისში “ყოჩებსა” და “ხარებს” შორის გამართულ მატჩში მასპინძლებმა საწყის 5 წუთში ორი, ხოლო მე-17 წუთზე მესამე ლელო გაიტანეს და 21:0 დაწინაურდნენ. მაგრამ 24-ე წუთზე სინბინით რომ დაისაჯნენ რუსთაველებმა უპირატესობა ორ ლელოში ასახეს და ტაიმი 21:14 დასრულდა. მეორე ტაიმში ლელო აღარ გასულა. “ყოჩებმა” თამაშის განახლებისთანავე ჯარიმით გაზარდა უპირატესობა, 47-ე წუთზე არეკნი გაიტანა და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. V რაუნდი
5 ოქტომბერი
ბოლნისი. 300 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) - ხარები (რუსთავი) 27:14 (21:14)
ყოჩები: 15. მახარაშვილი, 14. გოგოლაშვილი, 13. ხუციშვილი (ხვისტანი 77), 12. გაბუნია, 11. ხარშილაძე, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (ესაკია 43; გარუჩავა 79), 2. ხიდეშელი (ცუცქირიძე 55), 3. შენგელია (ჯინჭარაძე 69), 4. წიკლაური (ტვილდიანი 41), 5. გრძელიშვილი, 6. აფციაური, 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე.
3 ლელო: გოგოლაშვილი (2), შენგელია
3 გარდასახვა: სოხაძე
1 ჯარიმა: სოხაძე
1 არეკნი: სოხაძე
1 სინბინი: აფციაური
ხარები: 15. თეგეთაშვილი, 14. მელიქიშვილი, 13. ბ. ბებიაშვილი (ღამბაშიძე 67), 12. ნათელაშვილი, 11. გ. ბებიაშვილი, 10. ბასილაია, 9. ბუჯიაშვილი; 1. მაჭარაშვილი (გოგოლაძე 79), 2. აღაშვილი (ზურიკიშვილი 80), 3. წიკლაური, 4. ხელია, 5. ქარუხნიშვილი, 6. ღამბარაშვილი, 7. თედელური, 8. მღებრიშვილი.
2 ლელო: ნათელაშვილი (2)
2 გარდასახვა: ბასილაია
ქუთაისი. “დინამო”.
აია (ქუთაისი) - არმაზი (თბილისი) 28:3 (13:3)
თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი
არმია (თბილისი) - ჯიქები (თბილისი) 18:18 (5:9)
არმია: 15. კობახიძე (ელიზბარაშვილი 62), 14. გაგოშვილი, 13. ჯიმშელაძე, 12. ჩხიკვაძე, 11. გაბროშვილი, 10. აფციაური, 9. ღვინჯილია; 1. ზაქაშვილი, 2. მამუკაშვილი (თხილაიშვილი 42), 3. გურგენიძე, 4. აზალაძე (უჩავა 70), 5. ბ. ბიწაძე (აბესაძე 53), 6. კალმახელიძე, 7. თავართქილაძე (დარასელია 52), 8. მაისურაძე.
2 ლელო: გაგოშვილი, ჩხიკვაძე
1 გარდასახვა: კობახიძე
2 ჯარიმა: აფციაური
2 სინბინი: მაისურაძე, გაგოშვილი
ჯიქები: 15. სვანიძე, 14. ნ. ბიწაძე, 13. ბერძული, 12. კუპრეიშვილი, 11. ჯიმუხაძე, 10. გიორგაძე, 9. ნადირაძე; 1. გაგნიძე (ხატიაშვილი 45), 2. მამრიკიშვილი (სვანიძე 45), 3. ოქრიაშვილი (ჯინჭარაძე 62), 4. გოგოლიძე, 5. მჭედლიშვილი, 6. შენგელია, 7. ტუჩაშვილი, 8. სუხაშვილი (მოგელაშვილი 58).
6 ჯარიმა: გიორგაძე
1 | აია |
5 | 4 | 0 | 1 | 90-52 | 19 |
2 | ყოჩები |
5 | 3 | 1 | 1 | 114-81 | 15 |
3 | ლელო |
4 | 3 | 0 | 1 | 120-57 | 15 |
4 | არმაზი |
5 | 3 | 0 | 2 | 109-94 | 14 |
5 | ლოკომოტივი |
4 | 3 | 0 | 1 | 68-65 | 12 |
6 | არმია |
4 | 2 | 1 | 1 | 92-65 | 11 |
7 | ჯიქები |
5 | 1 | 2 | 2 | 95-97 |
10 |
8 | აკადემია |
3 | 0 | 0 | 3 | 24-79 | 1 |
9 | ხარები |
4 | 0 | 0 | 4 | 53-119 | 1 |
10 | ბათუმი |
3 | 0 | 0 | 3 | 29-85 | 0 |
6 ოქტომბერი
თბილისი. “შევარდენი”. 15:00 საათი
აკადემია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
ლელო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)