ფეხბურთი

1:28 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯგუფური ეტაპი დღეს შეივსება

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შევსებას 5 გუნდია აკლია. ბოლო 5 საგზურის მფლობელი დღეს, ფლეი ოიფის ბოლო სათამაშო დღეს გამოვლინდება.

ყველაზე დიდ ინტერესს კვლავ “ბილბაოსა” და “ნაპოლის” დაპირისპირება იწვევს. იტალიაში გამართული პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, რაც უპირატესობას ბასკურ გუნდს აძლევს, მაგრამ ნეაპოლელებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბრძოლა ნამდვილად შეუძლიათ.

“ბილბაოს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 1998 წლის შემდეგ პირველად მოხვედრის კარგი შანსი აქვს. ერთი კვირის წინათ დაფიქსირებული შედეგის გარდა, ბასკებს ზურგს იტალიურ გუნდებთან არსებული კარგი სტატისტიკაც უმაგრებს. “ბილბაოს” აპენინელებთან ბოლო 6 თამაშში წაგება არ აქვს, ხოლო ბასკეთში ჩატარებული 7 დაპირისპირებიდან 6 მასპინძლებმა მოიგეს და 1 ფრედ დასრულდა.

ბილბაოში სტუმრად თამაში რომ რთულია, ეს რაფაელ ბენიტესმა კარგად იცის. ესპანეთში მუშაობის დროს, ის ამ ქალაქში გუნდს 6-ჯერ გაუძღვა. ბენიტესის ანგარიშზე ჯერ მოგება არაა.

ბენიტესისგან განსხვავებით, “ბილბაოსთან” თამაშები სასიამოვნოდ უნდა მოაგონდეს გონსალო იგუაინს, რომელმაც, ერთი კვირის წინათ გამართული მატჩის ჩათვლით, ბასკებთან გამართულ 11 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.

თურქეთში, “ბეშიქთაშსა” და “არსენალს” შორის დაფიქსირებული ნულოვანი ფრე უპირატესობას მანამდეც წყვილის ფავორიტად შერაცხულ ლონდონელებს აძლევს.

“არსენალი” თურქ სტუმრებს ბრძოლაგადატანილი ხვდება. ლონდონელები, პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში, “ევერტონთან” 83-ე წუთამდე 0:2 აგებდნენ, მაგრამ მათ ქულის აღება მაინც მოახერხეს. ვინაიდან თურქეთის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა, “ბეშიქთაშს” დღევანდელი მატჩისთვის მოსამზადებლად ერთი კვირა ჰქონდა.

არსენ ვენგერის გუნდი მატჩს, ტრადიციულად, დიდი დანაკლისით ხვდება. “არსენალს” ტრავმირებული ოსპინა, ჟირუ, გნაბრი, არტეტა, გიბსი და უოლკოტი, ასევე დისკვალიფიცირებული რემზი არ ეყოლება.

პირველი თამაშის შემდეგ დიდი უპირატესობა მოიპოვა “ლევერკუზენმა”. როჯერ შმიდტის გუნდმა, რომელიც ახალ სეზონს ძალიან კარგ ფორმაში ხვდება, “კოპენჰაგენი” სტუმრად 2:0 დაამარცხა.

“ლევერკუზენმა”, წინასასეზონო მზადების დროს, 8 ამხანაგური თამაში ჩაატარა, 6 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ერთიც წააგო. ამხანაგურ მატჩებში კარგი შედეგები გერმანელებს ოფიციალურ თამაშებშიც გადმოჰყვათ. მათ ჯერ “კოპენჰაგენს” სძლიეს, შემდეგ კი, ბუნდესლიგის პირველ ტურში, “დორტმუნდი” ასევე გასვლაზე, ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

პირველ მატჩებში საკუთარ კედლებში მოიგეს “სტიაუამ” და “ზალცბურგმა”. რუმინელებმა “ლუდოგორეცს” 1:0 სძლიეს, ხოლო ავსტრიელებმა “მალმიო” 2:1 დაამარცხეს. ეს ნიშნავს, რომ “სტიაუა” წყვილის ფავორიტია, ხოლო “ზალცბურგისა” და “მალმიოს” წყვილში, ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, შანსები თანაბარია.

 

ლუდოგორეცი-სტიაუა (პირველი მატჩი 0:1)

მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი)

 

მალმიო-ზალცბურგი (პირველი მატჩი 1:2)

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

 

ბილბაო-ნაპოლი (პირველი მატჩი 1:1)

სავარაუდო შემადგენლობები

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, მარკოსი, ლაპორტე, ხოსე, ბალენსიაგა, რიკო, იტურასპე, სუსაეტა, მუნიაინი, გომესი, ადურისი

ნაპოლი (4-2-3-1): კაბრალი, მაჯო, კულიბალი, ალბიოლი, გულამი, გარგანო, ჟორჟინიო, კალიეხონი, ჰამშიკი, მერტენსი, იგუაინი

მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთი)

 

არსენალი-ბეშიქთაში (პირველი მატჩი 0:0)

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი (4-2-3-1): შჩეზნი, დებუში, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი, ფლამინი, უილშერი, ჩემბერლენი, იოზილი, კასორლა, სანჩესი

ბეშიქთაში (4-2-3-1): ძენგინი, კოიბასი, გულუმი, ფრანკო, რამონი, უისალი, კავლაკი, პეკტემეკი, ოზიაკუპი, საჰანი, ბა

მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია)

 

ლევერკუზენი-კოპენჰაგენი (პირველი მატჩი 2:3)

საჯი: მარკ კლატებურგი (ინგლისი)

0.124089