19 წლის ქართველი მცველი გიორგი ჯგერენაია უკრაინის პირველლიგელ "მიკოლაევში" ვარჯიშობს და "გაგრადან" იჯარის წესით, სწორედ ამ კლუბში გააგრძელებს კარიერას. "მიკოლაევმა" გასული სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა.
როგორც იცით, გიორგი წლულს მარიუპოლის "ილიჩივეცში" გახლდათ, თუმცა ძირითად გუნდში თამაში მხოლოდ ამხანაგურებში მოუწია. ჯგერენაია 2 წლის წინ "გაგრაში" გამოჩნდა, 17 წლის ჭაბუკი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც ათამაშეს.