ფეხბურთი

16:51 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯერემია “გაგრადან” სომხეთის “მიკაში” გადადის

20 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი ჯონ ჯერემია “გაგრადან” სომხურ “მიკაში” გადადის. ამის შესახებ სომხური საიტები იუწყებიან. ჯერემია 3 წლის განმავლობაში იყო “გაგრაში” და გასულ სეზონში 28 მატჩში 20 გოლი გაიტანა. ჯერემია ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი გახლდათ საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში.

ნიგერიელი ფეხბურთელი “მიკაში” გადასვლის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა, ანუ ჯერ გასინჯვაზეა. “მიკა” სომხეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა.

0.121768