ავტოსპორტი

18:10 | 13.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯერჯერობით, შუმახერი უსწრაფესია

ჩინეთის დიდი პრიზი ის რბოლაა, რომელზეც მიხაელ შუმახერმა თავისი 91-ე და ჯერჯერობით ბოლო გამარჯვება იზეიმა (2006 წელს). და აი, შანჰაის ტრასაზე, ის ჯერჯერობით უსწრაფესია - პირველი ორი თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს საუკეთესო დრო აქვს. მას თითქმის ორი მეათედი წამით ჩამორჩება ლუის ჰამილტონი, რომელიც პირველ პრაქტიკაზე იყო ყველაზე სწრაფი.

ჰამილტონი ერთადერთი მრბოლია, ვისაც შანჰაის ტრასაზე ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ამასთან, მან წინა ორი ეტაპის კვალიფიკაციაში გაიმარჯვა და რბოლებიც პოულიდან დაიწყო, მაგრამ ამჯერად მას სტარტის მოწინავე პოზიციაზე ვერ ვიხილავთ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მის მანქანაზე „მაკლარენმა“ გადაცემათა კოლოფი გამოცვალა, რაც ხუთი სასტარტო ადგილის დაკარგვას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ პირველი პრაქტიკა სველ ტრასაზე დაიწყო - წინა ღამით შანჰაიში ტროპიკული წვიმა მოვიდა. ჰამილტონმა თავისი ორი საუკეთესო დრო სესიის მიწურულს დააფიქსირა, როცა ასფალტი უკვე გამშრალი იყო. მან თითქმის წამით აჯობა მეორე შედგის მქონე ნიკო როსბერგს. მეორე სესიაზე გერმანელი მეხუთე შედეგს დასჯერდა.

საერთო ჯამში, მესამე და მეოთხე საუკეთესო დროები ჰქონდათ სებასტიან ფეტელს და მარკ უებერს. ფეტელს ამ სეზონში ერთი გამარჯვებაც არ აქვს და ავსტრალიასა და მალაიზიაში პირველი სასტარტო რიგის მიღმა იდგა. ამჯერად ის გამარჯვებისთვის ბრძოლას გეგმავს, რაშიც თავისი გუნდის დახმარების იმედზეა. სხვათა შორის, ორივე პრაქტიკაზე, ფეტელის მანქანას განსხვავებული გამოსაბოლქვი ჰქონდა, ვიდრე უებერისას.

პრობლემები ჰქონდა „ფერარის“ და მის ესპანელ ლიდერ ფერნანდო ალონსოს, რომელიც მეათე დროს დასჯერდა. თუმცა, ეს მოსალოდნელიც იყო - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი აღიარებს, რომ მისი მანქანა წრეზე ლიდერებისაზე თითქმის წამით ნელია.

 

ჩინეთის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:37.106

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:38.116

3. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:38.316

4. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                            1:38.584

5. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                           1:38.911

6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:38.977

7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:39.198

8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:39.199

9. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)       1:39.748

10. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:39.768

11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:40.056

12. ფელიპე მასა (ბტაზილია, ფერარი)                            1:40.153

13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                    1:40.298

14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:40.328

15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:40.540

16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)                1:41.071

17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:41.204

18. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                              1:42.330

19. გიედო ფან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)    1:42.521

20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, ფორს ინდია)                1:44.118

21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:44.227

22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                           1:44.500

23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:47.204

24. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:50.465

 

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:35.973

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:36.145

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:36.160

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:36.433

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:36.617

6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:36.711

7. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                            1:36.956

8. პოლ დი რესტა, ბრიტანეთი, ფორს ინდია)               1:36.966

9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:37.191

10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:37.316

11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:37.417

12. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:37.616

13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:37.836

14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:37.930

15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:37.972

16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:38.176

17. ფელიპე მასა (ბტაზილია, ფერარი)                           1:38.293

18. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:38.783

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)               1:38.990

20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი)                  1:39.346

21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                             1:39.651

22. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:40.343

23. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                           1:40.753

24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:41.125

 

http://autopanoramaf1.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16418