ფეხბურთი

16:05 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდმა ფლანაგანი შეაქო

,,ლივერპულის’’ კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ,,ევერტონთან’’ მატჩის შემდგომ ბრიტანულ მედიასთან საუბარში ხოტბა შეასხა ახალგაზრდა თანაგუნდელ ჯონ ფლანაგანს.

,,ჯონი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ,,ლივერპულის’’ აღზრდილი, რომელიც ნამდვილი ვარსკვლავია. მართალია მისი გვარი ხშირად ვერ ხვდება პრესის ფურცლებზე, თუმცა როგორც კაპიტანი ვაცხადებ, ჯონი ის ფეხბურთელია, რომლითაც ვამაყობ. მისი თამაში შთამბეჭდავია, მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. ვარჯიშებზეც მუდამ ბოლომდე იხარჯება.’’_აღნიშნა ჯერარდმა.

ამ სეზონში როჯერსი მეორედ ენდო ახალგაზრდა ინგლისელს, პირველად ეს მოხდა მეათე ტურში “არსენალთან” შეხვედრაში.

20 წლის ჯონ ფლანაგანი ,,ლივერპულის’’ აღზრდილია, მისი დებიუტი პრემიერლიგაში ჯერ კიდევ კენი დალგლიშის მწვრთნელობისას შედგა, საერთო ჯამში მის ანგარიშზე 19 ჩატარებული შეხვედრაა. იგი ასევე არის ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების წევრი.

დიმიტრი შარიქაძე

0.12106