ფეხბურთი

18:22 | 31.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: “სუარესთან ერთად ჩემპიონობის შანსი გვექნებოდა”

“ლივერპულის”კაპიტნის, სტივენ ჯერარდის აზრით, ლუის სუარესის წასვლა მისი გუნდისთვის დიდი დანაკლისია: “დიახ, სუარესთან ერთად ჩვენ ჩემპიონობის დიდი შანსი გვექნებოდა, მაგრამ ლუისს ვერ დავემდურებით, მან ისედაც ძალიან ბევრი გააკეთა “ლივერპულისთვის.” მისი მეუღლე ბარსელონიდანაა და გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ამ ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. წინა ზაფხულიც კარგად მახსოვს, როცა თავს მაინცდამაინც კარგად ვერ გრძნობდა, მარტო ვარჯიშობდა. მაშინ ველაპარაკე და ვურჩიე “არსენალში” არ გადასულიყო. ლონდონური კლუბის დიდი პატივისცემის მიუხედავად, სუარესი მათ არ შეეფერებოდათ. ვუთხარი, რომ თუ 30 გოლს გაიტანდა, ის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა და მასზე “ბარსელონა” და “რეალი” დაიწყებდნენ ნადირობას. ალბათ, ქომაგების გულისთვის ერთ წელიწადს კიდევ უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ნუ განვსჯით. მაგალითად, ჩემი ოცნება “ლივერპულში” თამაშია. სხვა კონტინენტის ფეხბურთელებს კი “რეალი” და “ბარსელონა” ურჩევნიათ. ეს არის ცხოვრებისეული სიმართლე,” - უთხრა ჯერარდმა The Telegraph-ს.

 

0.119574