ფეხბურთი

18:32 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი სუარესს მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს

ინგლისის “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი დღესდღეობით ლუის სუარესს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

“დღევანდელ დღეზე თუ ვისაუბრებთ, სუარესი მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა. მესი მწყობრიდან ტრავმის მიზეზით გამოვიდა. ცოტა ხნის წინ, რონალდუც ტრავმირებული იყო. ახლა სუარესი მსოფლიოში ნომერ პირველია. უდავოა, ის საუკეთესო ფორვარდია. ამის მტკიცებულება კი, მის მიერ გატანილი გოლებია” – იუწყება ჯერარდის სიტყვებს Sky Sports-ი.

მიმდინარე სეზონში სუარესმა ინგლისის პრემიერლიგის 12 მატჩში 19 გოლი გაიტანა და გოლეადორთა სიას სათავეში უდგას. ცოტა ხნის წინ, მან “ლივერპულთან” კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა და ხელფასის სახით კვირაში 200000 გირვანქას მიიღებს. ის “ლივერპულის” ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა და პრემიერლიგის სამეულში შევიდა.

0.113315