ფეხბურთი

17:36 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: "მსოფლიო ჩემპიონობაზე ვოცნებობთ"

 ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტან სტვენ ჯერარდს სჯერა, რომ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა და კრიტიკოსების გაჩუმება შეუძლია .

"ჩვენი ოცნება მსოფლიო ჩემპიონობაა და შეგვიძლია კრიტიკოსები გავაჩუმოთ. რატომ არ შეგვიძლია მუნდიალი მოვიგოთ? ჩვენ ოცნებას ზიანს ვერავინ მიაყენებს. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატი ურთულესი ტურნირია. ყველა ნაკრები ცდილობს წარმატებას მიაღწიოს, თუმცა ჩვენს შემადგენლობას შანსი აშკარად აქვს. გუნდი თითქმის ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტდა და ისინი ჩვენგან გამოცდილებას მიიღებენ, ისევე როგორც მე და ლამპარდმა ახალგაზრდობაში უფროსებისგან ვისწავლეთ." _ განაცხადა ჯერარდმა.

სტივენ ჯერარდს ეროვნულ ნაკრებში 109 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 21 გოლია.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064882