“ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი ჩემპიონთა ლიგაში დასაბრუნებლად ემზადება, სადაც მისი გუნდი წლების განმავლობაში სერიოზულ ძალას წარმოადგენდა.
“აუცილებლად პირველ ოთხეულში უნდა შევიდეთ, რადგან იმ დონეს მივუახლოვდეთ, რომელზეც 4-5 წლის წინ ვიდექით. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოვდიოდით და იქაც წარმატებისთვის ვიბრძოდით. ნელ-ნელა კარიერის დასასრულს ვუახლოვდები და მინდა ისეთი გუნდიდან წავიდე, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება – უთხრა ჯერარდმა ერთ-ერთ ბრიტანულ სპორტულ გამოცემას.