“ლივერპულის” ორ ფეხბურთელს, სტივენ ჯერარდსა და დანიელ აგერს, უახლოეს მომავალში, ოპერაციას გაუკეთებენ, რის გამოც, ეს ფეხბურთელები მომდევნო სეზონამდე ვერ ითამაშებენ.
ჯერარდს მარცხენა მხრის ტკივილი დიდი ხანია აწუხებს. აქამდე არსებული ინფორმაციით, ის ოპერაციას სეზონის ბოლოს გაიკეთებდა, მაგრამ გადაწყდა, რომ კაპიტანი საოპერაციო მაგიდაზე მიმდინარე კვირაში დაწვება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერარდი პრემიერლიგის დარჩენილ ორ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.
იგივე დღეშია დანიელ აგერიც. დანიური პრესის ცნობით, 28 წლის მცველს ზურგის ტრავმა აწუხებს და მას ოპერაციას უახლოეს მომავალში გაუკეთებენ. ჯერარდის მსგავსად, სეზონის დარჩენილ ორ მატჩში ვერც აგერი ითმაშებს.
დანიელ აგერი ვერც ეროვნული ნაკრების მომდევნო ორ შეხვედრაში ითამაშებს. ეს ნიშნავს, ის რომ 5 ივნისს, დანიასა და საქართველოს შორის გასამართ ამხანაგურ მატჩს დააკლდება.