კალათბურთი

21:03 | 11.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯექსონი “რუსთავთან” შეხვედრასაც გამოტოვებს

საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” მალტელ ლეგიონერს, უკანახაზელ ჯოშუა ჯექსონს (17.12.85, 190 სმ) მარცხენა ფეხის კუნთი ისევ აწუხებს, მკურნალობას განაგრძობს და ვერც მიმდინარე ჩემპიონატის მე-2 წრის მე-3 ტურში, “რუსთავის” წინააღმდეგ ითამაშებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ჯექსონს აღნიშნული ტრავმის გამო მიმდინარე ჩემპიონატის მე-2 წრეში ჯერ არ უთამაშია.

11 თებერვლისათვის, ფინანსურ კრიზისში მყოფი “სოხუმი” 10 თამაშიდან 5 მოგებით მე-5 ადგილზეა.

 

0.133447