ფეხბურთი

18:04 | 25.12.2013 | ნანახია 1177 - ჯერ

ჯექსონ მარტინესს “არსენალი”, “ჩელსი” და სერია A იზიდავს

“პორტუს” ლიდერი ჯექსონ მარტინესი აცხადებს, რომ ბავშვობაში მას ლონდონური კლუბები, “არსენალი” და “ჩელსი”, ასევე იტალიური ფეხბურთი იზიდავდა.

“სად ვამჯობინებდი თამაშს? ბავშვობაში “ჩელსისა” და “არსენალს” ვგულშემატკივრობდი.

დღეს, საუკეთესო ჩემპიონატები ლა ლიგა, პრემიერლიგა და ბუნდესლიგაა. თუმცა, მე სერია A მომწონს. მართალია, ეს ტურნირი ამ ეტაპზე ისეთი ძლიერი აღარაა, მაგრამ მე მაინც მიზიდავს. იტალიაში ჩემი ბევრი მეგობარი თამაშობს.” – ციტირებს მარტინესის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.

ჯექსონ მარტინესი “პორტუში” 2012 წლიდან თამაშობს. პორტუგალიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 64 მატჩში მან 49 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში, 27 წლის კოლუმბიელმა 21-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 15-ჯერ აიღო.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:56 | 25.12.2013
deqster (10377)

ბარემ ეთქვა ლიჟბი გამიშვით და ყველგან მინდაო

19:43 | 25.12.2013
ika_juve (1742)

წაამო ჯუვეში, კა კაცი ხარ შენ :დ

18:44 | 25.12.2013
gabriel batistuta (1834)

მილანში ველოდებით ბალოტელის მაგივრად ; )))

18:27 | 25.12.2013
NGoLo KaNte (36472)

აუ ეს რა ჩამოუყალიბებელი ყოფილა ჩელსის და არსენალს ერთად ბალეშიკობდა თურმე ეს მაგარი)) მერე სერია ა ც დაჟე ) ჩელსი არა ძმაკაც დალშე სადაც გინდა იქ მიბრძანდი

18:37 | 25.12.2013
emigranti77 (33455)

დაჯე იწუნებ?DD

18:43 | 25.12.2013
NGoLo KaNte (36472)

კი ბარსასთვის მინდა მარა ამის ოცნება არფყოფილა ბარსა )

0.120981