ესპანური წარმოშობის მსოფლიოში ცნობილი პოპ-ვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი, ამერიკული ფეხბურთის დიდი მოყვარულია და სპორტის ამ სახეობაში მნიშვნელოვან შეხვედრებს არასოდეს ტოვებს. ჯენიფერი სტადიონზეც ხშირად უნახავთ გულშემატკივრის ამპლუაში.
გარდა გულშემატკივრობისა, ლოპესი თვითონაც საკმაოდ კარგად თამაშობს ამერიკულ ფეხბურთს და ქალთა შეჯიბრებებში მოყვარულთა შორის, რამდენჯერმე მონაწილეობაც კი აქვს მიღებული. მეგობრებს შორის სალაღობოდ თამაში ხომ საერთოდ მისი ჰობია.
