“მანჩესტერ სიტის” ფორვარდის – ედინ ჯეკოს შეძენით ლონდონის “არსენალიც” დაინტერესდა. The Mirror-ის ცნობით, “მეთოფეთა” მთავარი სამიზნე მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემაა, ბოსნიელი კი, სათადარიგო ვარიანტად განიხილება.
“არსენალს” ბენზემას შეძენა დიდი ხანია სურს და ტრანსფერის გაჩარხვას იანვარშიც ეცდება. თავის მხრივ, ფრანგს ზამთარში კლუბის შეცვლა არ სურს და დიდია ალბათობა იმისა, რომ გარიგება კვლავ არ შედგეს.
შეგახსენებთ, რომ ჯეკოს შეძენა მილანის “ინტერსაც” სურს.