ლონდონის „არსენალისა“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა ვარჯიში განაახლა. ინფორმაცია ფეხბურთელმა თავად გაავრცელა, თავის ტვიტერზე.
„ბოლო 6 კვირის განმავლობაში პირველად ჩავიცვი ბუცები. სასწაული გრძნობაა“ - დაწერა უილშირმა.
შეგახსენებთ, უილშირი 5 მარტს დაშავდა, დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში (1:0) და მედიკოსთა წინასწარი დიაგნოზით, მწყობრში ჩასადგომად მინიმუმ 8 კვირა უნდა დასჭირვებოდა.