კალათბურთი

14:18 | 1.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯეისონ კიდმა ჯო დუმარსის სახელობის პრიზი მოიგო

2012-13 წლების სეზონის შეფასების შედეგად "ნიუ იორკ ნიქსის" უკანახაზელი ჯეისონ კიდი ჯო დუმარსის სახელობის პრიზის მფლობელი გახდა - იტყობინება Yahoo.Sports.

ეს პრიზი მისი პირველი მფლობელი სახელს ატარებს, რომელიც 1996 წელს ჯო დუმარსმა მოიგო და იგი ყოველწლიურად გადაეცემა იმ მოთამაშეს რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გამოირჩეოდა პატიოსანი თამაშით და მებრძოლი სულით, როგორც საკალათბურთო მოედანზე, ასევე მის გარეთაც.

კიდმა ეს პრიზი გასულ სეზონშიც მოიგო, რაც აქამდე არავის მოუხერხებია.

0.118023