როგორც უკვე ვიუწყებოდით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალის მორიგ მატჩში “მაიამი ჰითმა” “სან ანტონიო სპურზი” 109:93 დაამარცხა და სერიაში წონასწორობა აღადგინა, თამაშის ერთ-ერთი გმირი კი შეუდარებელი ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც 33 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება მოაგროვა.
ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ამგვარად ჯეიმსის საფლეიოფო მონაგარმა 3 777 ქულას უწია, რითაც იგი ისტორიაში მე-9 ადგილზე დამკვიდრდა.
“მეფე ლებრონმა” ლეგენდარულ ჰაკიმ ოლაჯუონს (3 755) და ჯონ ჰავლიჩეკს (3 776) გადაასწრო, მისი უახლოესი სამიზნე კი “სელტიქსის” ექს-ვარსკვლავი ლარი ბერდია 3 897 ქულით.