კალათბურთი

13:29 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმსმა და უეიდმა მოაგებინეს

ლებრონ ჯეიმსის და დუეინ უეიდის ლიდერობით, “მააიმი ჰითმა” “ინდიანა პეისერზს” სერიის მე-2 მატჩი 87:83 მოუგო და წონასწორობა აღადგინა – 1:1. ამგვარად, ფლორიდელებმა რეგულარული სეზონის შედეგებით, აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდს მოედნის უპირატესობა აართვეს.

ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა პირველ ტაიმში მხოლოდ 42 ქულა ჩააგდო, თუმცა, დასკვნით მეოთხედში 10:0 “გაქცევა” მოაწყო და უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ჩაუყარა საფუძველი.

გადამწყვეტ პერიოდში ჯეიმსმა 12 ქულა მიითვალა, უეიდმა კი – 10. ჯამში, “ჰითის” ვარსკვლავებმა 45 ქულა მოაგროვეს და მიუხედავად იმისა, რომ ინდიანელთა სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა მინიმუმ 10 ქულა ჩააგდო, მასპინძლებს გამარჯვება არ ეწერათ.

“აი, რატომ იღებენ ისინი ასობით მილიონს. ლებრონი და დუეინი უბრალოდ შეუჩერელნი არიან. როდესაც ეს ბიჭები შეტევაში საკუთარ რიტმს პოულობენ, გუნდს თამაში ძალიან უადვილდება”, - განაცხადა “მაიამის” გამთამაშებელმა ნორის კოულმა, რომელიც ლიდერების გარჯით აღფრთოვანებული იყო.

სერია უკვე ფლორიდაში გადადის და მომდევნო მატჩი 25 მაისს “ჰითის” სარბიელზე შედგება.

 

ინდიანა – მაიამი 83:87 (21:20, 16:21, 26:21, 20:25)

ინდიანა: სტივენსონი (25 ქ. 7 პ.), ჯორჯი (14 ქ. 6 პ.), ჰილი (13 ქ.), ჰიბერტი (12 ქ. 13 მ.), უესტი (10 ქ.); ბატლერი (6 ქ.), სკოლა (2 ქ), მაინმი (1 ქ.), უოტსონი.

მაიამი: უეიდი (23 ქ.), ჯეიმსი (22 ქ. 7 მ. 6 პ.), ბოში (9 ქ.), ჰასლემი (7 ქ.), ჩალმერსი (6 ქ.); კოული (11 ქ.), ალენი (3 ქ.), ბატიე (3 ქ.), ანდერსენი (3 ქ. 12 მ.).

სერიაში ანგარიშია 1:1

0.127949