“მაიამი ჰითის” ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა “შარლოტ ბობქეთსთან” მოგებულ მატჩში (124:107) პირადი და საკლუბო რეკორდი დაამყარა. “მეფე ჯეიმსმა” თამაშში 61 ქულის (!) დაგროვება შესძლო.
ლიგის ოთხგზის უძვირფასესმა კალათბურთელმა თამაშიდან 33-დან 22 ტყორცნა გამოიყენა, მათ შორის 10-დან 8 სამქულიანი. ამას გარდა, ლებრონმა 12-დამ 9 საჯარიმო ჩააგდო, “ჰითმა” კი ზედიზედ მე-8 გამარჯვება იზეიმა.
“ღმერთმა კალათბურთის თამაშის შესაშური შესაძლებლობები მომცა, მე კი უბრალოდ მათ მაქსიმალურად გამოყენებას ვცდილობ. ჩემი თანაგუნდელები და სამწვრთნელო შტაბი ბოლომდე მენდობიან. ყოველთვის, როდესაც მოედანზე გავდივარ, მსურს ლიგის, გუნდის საკუთარი თავის და ოჯახის MVP ვიყო. მაღალი თამასა დავაყენე და მის შესაბამისად უნდა ვიმოქმედო”, - განაცხადა ჯეიმსმა ტრიუმფალური მატჩის შემდეგ.
მაიამი – შარლოტი 124:107 (29:26, 31:28, 38:25, 26:28)
მაიამი: ჯეიმსი (61 ქ. 7 მ.), ბოში (15 ქ. 7 მ.), დუგლასი (10 ქ.), ჩალმერსი (4 ქ. 7 პ.), ბატიე (3 ქ.); ალენი (9 ქ.), ანდერსონი (7 ქ.), ბიზლი (4 ქ.), ოდენი (4 ქ.), ჰასლემი (3 ქ.), კოული (2 ქ.), ლიგინსი (2 ქ.), ლუისი.
შარლოტი: ჯეფერსონი (38 ქ. 19 მ.), ნილი (10 ქ.), კიდ-გილკრისტი (8 ქ.), უოკერი (7 ქ. 8 პ.), მაკრობერტსი (7 ქ.); დუგლას-რობერტსი (12 ქ.), ტოლივერი (12 ქ.), ზელერი (10 ქ.), რიდნური (3 ქ.), ბიიომბო.
http://www.youtube.com/watch?v=Qmd_vOWQWx4