კალათბურთი

16:01 | 13.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმსი სეზონის უძვირფასესია

”მაიამი ჰითის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი 2011-2012 წლების სეზონის ყველაზე სარგებლიან მოთამაშედ (MVP) დასახელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ჯეიმსს ამგვარი პატივი უკვე მესამედ ერგო, ადრე კი იგივესთვის ნბა-ს ლეგენდებს კარიმ აბდულ-ჯაბარს, მაიკ ჯორდანს, ბილ რასელს, უილტ ჩემბერლენს, ლარი ბერდს, მეჯიკ ჯონსონსა და მოუზეს მელოუნს მიუღწევიათ.
ჯეიმსის საშუალო მონაგარი 27.1 ქულა, 7.9 მოხსნა და 6.2 პასი გახლდათ. ლებრონი ლიგის ისტორიაში მხოლოდ მე-4 კალათბურთელი გახდა, რომელმაც მსგავსი მაჩვენებლების დაფიქსირება ორ სხვადასხვა სეზონში შესძლო. ადრე, ამგვარი რამ ოსკარ რობერტსონს, ჯონ ჰავლიჩეკსა და ლარი ბერდსაც მოუხერხებიათ.
გამოკითხვაში, რომელსაც სეზონის უძვირფასესი მოთამაშე უნდა გამოევლინა, აშშ-სა და კანადის წარმომადგენელი 121 ჟურნალისტის მონაწილეობდა. 85-მა მათგანმა ჯეიმსი პირველ ადგილზე დააყენა, ჯამში კი ”მაიმის” ერთ-ერთმა ვარსკვლავმა 1074 ქულა მიიღო.
სეზონის პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ: ”ოკლაჰომა სიტის” ფორვარდი კევინ დიურანტი (889 ქულა, 24 პირველი ადგილი), ”კლიპერსის” გამთამაშებელი კრის პოლი (385, 6), ”ლეიკერსის” მცველი კობი ბრაიანტი (352, 2) და ”სან ანტონიოს” გამთამაშებელი ტონი პარკერი (331, 4).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164216