“მაიამი ჰითის” და “ლოს ანჟელეს კლიპერსის” ფორვარდები – ლებრონ ჯეიმსი და ბლეიკ გრიფინი ნბა-ს, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ დივიზიონების თებერვლის საუკეთესო კალათბურთელებად აღიარეს.
ჯეიმსის ლიდერობით ფლორიდელებმა თვის განმავლობაში 10-დან 9 მატჩი მოიგეს, ლებრონის საშუალო მონაგარი კი 30.8 ქულა, 8.1 მოხსნა, 6.7 პასი და 2.67 ჩაჭრა იყო. “კლიპერსმა” 13-დან 7 თამაშში იმარჯვა, ხოლო გრიფინი საშუალოდ 30.0 ქულას, 10,7 მოხსნას და 3.8 პასს აგროვებდა.
თებერვლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას დერონ უილიამსი (“ბრუკლინი”), ელ ჯეფერსონი (“შარლოტი”), ჟოაკიმ ნოა (“ჩიკაგო”), ჯეიმს ჰარდენი, დუაიტ ჰოვარდი (ორივე – “ჰიუსტონი”), პოლ ჯორჯი, დევიდ უესტი (ორივე – “ინდიანა”), კევინ ლავი (“მინესოტა”), კევინ დიურანტი (“ოკლაჰომა სიტი”), გორან დრაგიჩი (“ფინიქსი”), დემიან ლილარდი (“პორტლენდი”), პეტი მილსი (“სან ანტონიო”), დემარ დეროზანი (“ტორონტო”) და ჯონ უოლი (“ვაშინგტონი”) აცხადებდნენ.