საფრანგეთის ლიგა 1-ში წელს დაბრუნებული მონაკოს სამეფოს კლუბი, პირველსავე სეზონში ჩემპიონის ტიტულს უმიზნებს.
გუნდის მიზნებზე კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ჯეიმს როდრიგესმა Gოალ-თან ისაუბრა.
“ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა თამაშის რაღაც ელემენტები კვლავაც დასახვეწია. თუ გუნდს ჩემპიონობა უნდა, მაშინ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და ყველა დეტალს მივაქციოთ ყურადღება. ჩვენი მიზანი კი, სწორედ ლიგა 1-ის მოგებაა და ამისათვის ვმუშაობთ ყოველდღიურად. აუცილებელია, საფრანგეთის ჩემპიონატში მიზნის მიღწევა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება” - განაცხადა 22 წლის ფეხბურთელმა.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში, როდრიგესმა ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა, “მონაკო” კი, ათი ტურის შემდეგ 22 ქულით მე-3 ადგილზე და 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ პსჟ-ს.