"ნიუ იორკ ნიქსის" უკანახაზელი ჯეი არ სმიტი ნბა-ს მიმდინარე სეზონის საუკეთესო მეექვსე მოთამაშედ აღიარეს”, - იტყობინება The New York Daily News.
დასრულებულ რეგულარულში სმიტი მეტოქის კალათს 42,2% სიზუსტით უტევდა და მისი საშუალო მონაგარი 18,1 ქულა, 5,3 მოხსნა, 2,7 პასი და 1,2 ჩაჭრა იყო.
წლის საუკეთესო "შემცვლელის" წოდებაზე პრეტენზიას ძირითადად ორი კალათბურთელი აცხადებდა - "კლიპერსის" უკანახაზელი ჯამალ კროუფორდი და ჯეი არ სმიტი, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ აპრილში ნაჩვენებმა შთამბეჭდავმა თამაშმა ყველა კითხვას გასცა პასუხი.
შეგახსენებთ, რომ 2011-12 წლების სეზონის საუკეთესო მეექვსე მოთამაშე "ოკლაჰომას" რიგებში მოასპარეზე ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, მისი საშუალო მონაგარი კი 16,8 ქულა, 4,1 მოხსნა და 3,7 შედეგიანი გადაცემა იყო.