საქართველოს ქალთა 71-ე საჭადრაკო ჩემპიონატის ლიდერმა ლელა ჯავახიშვილმა (2430) პირველობა კიდევ უფრო განიმტკიცა. მე-7 ტურში ჯავახიშვილმა თეთრი ფიგურებით ნინო ხომერიკი (2047) დაამარცხა და თავი 6.5 ქულას მოუყარა.
ახლა, ლელა უახლოეს კონკურენტებს – მერი არაბიძეს (2374), სოფიო გვეტაძეს (2334) და ნინო ხურციძეს (2456) 1.5 ქულით უსწრებს და ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.
აღსანიშნავია, რომ გასულ ტურში ფრედ არცერთი პარტია დასრულებულა, თანაც, ერთის გარდა, ყველა შეხვედრა შავებით მოთამაშე მოჭადრაკეებმა მოიგეს. ჯავახიშვილის გარდა, წარმატებას არაბიძემ, გვეტაძემ, ხურციძე, სოფიკო გურამიშვილმა (2400) და ნინო ბაციაშვილმა (2428) მიაღწიეს.
ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური რჩება, მომდევნო ტურის პარტიები კი 26 თებერვალს ჩატარდება.
საქართველოს ქალთა 71-ე საჭადრაკო ჩემპიონატი. მე-7 ტური
სოფიო ნიკოლაძე (2201) – მერი არაბიძე (2374) 0:1
ანა კუჭავა (2149) – სოფიკო გურამიშვილი (2400) 0:1
ინგა ხურცილავა (2232) – სოფიო გვეტაძე (2334) 0:1
ლელა ჯავახიშვილი (2430) – ნინო ხომერიკი (2047) 1:0
ბელა ხოტენაშვილი (2527) – ნინო ბაციაშვილი (2428) 0:1
ნანი უნაფქოშვილი (2016) – ნინო ხურციძე (2456) 0:1
სატურნირო მდგომარეობა
6.5 – ჯავახიშვილი; 5.0 – არაბიძე, გვეტაძე, ხურციძე; 4.5 – გურამიშვილი, ხოტენაშვილი; 3.5 – ხომერიკი; 3.0 – ბაციაშვილი; 2.0 – კუჭავა; 1.0 – ნიკოლაძე, უნაფქოშვილი, ხურცილავა.
მე-8 ტური
არაბიძე – ხურციძე
ბაციაშვილი – უნაფქოშვილი
ხომერიკი – ხოტენაშვილი
გვეტაძე – ჯავახიშვილი
გურამიშვილი – ხურცილავა
ნიკოლაძე – კუჭავა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
kataulvasha3ცამდის მართალი ხარ.ლელა მეორეა!!!ზოგიერთები თავს იმშვიდებენ და ფიშერსაც შეადარეს თავი.სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
ვაჟა2012(270)მეგობარო,არ დაგიმალავ და მე მართლა ამ სტილის თაყვანისმცემელი ვარ,ამიტომას მიყვარს ჯობიც და ბელაც...და რას ხედავ ამაში ცუდს???მე იმ დონის მოჭადრაკე არა ვარ თავი ფიშერს შევადარო,მაგრამ შენნაირ "კაცს" ზუსტად ვიცი რომ 10 იდან ათივე პარტიას მოვუგებ...არ გინდა რაა...ქალივით ბოღმას ნუ ანთხევ...რაც მეტი გვეყოლება კარგი მით უკეთესია, მაგრამ გული მერევა როდესაც 4 და 18 სვლაში ყაიმზე თანხმდებიან....რა სპეკტაკლი დადგა ფედერაციამ ვერ მივხვდი...რას გავს ეს??ეხლა გინდა იცინე და გინდა იტირე შენ,მე კი გული მერევა....გეყოფათ პატარა ბავშვებივით ბოღმისა და ბრაზის ნთხევა...რეალისტები იყავით..სპორცმენმა ყველა სიტუაციაში მოგებაზე უნდა ითამაშოს და არა კომპრომისები ეძებოს...ცირკის საყურებლად ცირკში დავდივართ...შედით უცხოურ საიტებზე და ნახეთ რა ხდება...ვიწრო ხედვა გაქვს მეგობარო...შენთან კამათი არც ღირს...
ხო... კიდევ,იცი რაერთი რამე მამხიარულებს, ძალიან....ერთიდაიგივე აზროვნებითა ხელწერით სხვადასხვა ლინკით რომ შემოდიხართ...
)))) აი ეს არის უსური არგუმენტაციის მქონე ადამიანი...სხვა არაფერი... (წესდებაში რომ ჩაედო ფედერაციას ასეთი ყაიმების აკრძალვა საყიყინოც ბევრი არაფერი იქნებოდა)..ღმერთმა ხელი მოგიმართოს და უფალი გფარავდეთ...ასეთები ძალიან მეცოდებით....
ნამდვილად გეთანხმები რას გავს ეს??? ჭადრაკი იმისაა რომ უნდა იბრძოლო...რას ვიზავთ ვერ შევა ასეთების ტვინებში ეგ და ჩვენც ნუ ავიტკიებთ თავებს
kalesu (246)დიდი მადლობა, სიმართლე არის ყოველთვის ერთი. ერთი წაფორხილება და მალევე ყველას ავიწყდება რა შედეგებს აჩვენებდა მოჭადრაკე ეს ძალიან ცუდია. ნორმალური ტურნირი არ ტარდება კაცებში როგორც მაგალითად ბრონშტეინის მემორიალი იყო, უცხოურ საიტზე სადაც ონლაინ თამაშებია უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავს ჯობის ვიდრე აქ ამ საიტზე, რაც ძალიან ცუდია. გვინდა დავიბრუნოთ ჩემპიონის ტიტული ქალებში ვგულისხმობ მაგრამ ეს ურთულესი იქნება, ჩინეთში ისე ამზადებენ იფანს რომ არა მგონია ვინმემ შეძლოს მისი დამარცხება კარგი ხანი. მაგ დონეზე მარტო მაღალი დონის ოსტასტობა არ გამოდგება.
zirzikichi(1511)ჩემო მეგობარო...როგორ მიხარია ,განათლებული , ჭადრაკის მცოდნე და სწორად განსჯის უნარის მქონე გულშემატკივარის არსებობა, თქვენ ჭეშმარიტებას ღაღადებთ....აბსოლიტურად გეთანხმებით, აქ ზოგიერთები ინტრიგით ერთობიან,თქვენით კი მოვიხიბლე....დიახ, ჯობი და ბელა ერთნაირი სტილით თამაშობენ და ეს ის ერთადერთი სტილია ჩემი აზრით,რომელი უცხოელების ახალ ტალღას დაუდგება...სხვათაშორის ასეთივე სტილით თამაშობდა ოდესღაც ფიშერი...ტალი,კორჩნოი,რეშევსკი...მითხრას ეხლა ვინმემ,რომ ისინი ცუდები იყვნენ და მე, საერთოდ აღარ ამოვიღებ ხმას...
))ვერ მეტყვიან....სრულიად გეთანხმებით ჯობისთან დაკავშირებით...მეცოდება...ვაჟთა ჭადრაკი ფედერაციამ დაასამარა ისე რომ მას სამშობლოში წვრთნის (თამაშებით) შანსიც კი მოუსპო...ვწუხვარ ძალიან...იმედია ყველაფერი კარგად იქნება...ბრავო მეგობარო...ჩვენი აზრები ემთხვევა...
ხოტენაშვილის თამაში ჯობის თამაშს მაგონებს, აგრესიულად შეუტია, თუმცა წააგო. რომც ჩააგდოს ტურნირი ბელა მაინც მაღალი დონის მოთამაშეა. ეგრე მჭედლიშვილმაც ჩააგდო საქართველოს პირველობა მაგრამ ნაკრებში ჩემი აზრით მაინც მეორე ნომერია. კარგია ეგეთი კონკურენცია რომ არის საქართველოს პირველობაზე, აბა ის არის კარგი რომ ჯობავა რომ ჩამოვიდეს კაცთა ტურნირზე უპირობო ფავორიტია და წინასწარ ვიცით ვინ იქნება გამარჯვებული.
kataulvasha3,ჩემო ფისუნია,ისევ ნაცნობ,ინტრიგანის როლს ირგებ არა?....არ ღირს...რა საჭიროა ასეთი "კომპეტენტური"აზრების ფრქვევა...
))))იცი რაა?...მე ბევრის ჩაგდებული ,იგივე საქართველოს პირველობა მახსოვს...შენ არა???ცოტა შეიცოდე გოგონები შენი ''კომპეტენტური" განაჩენების წაკითხვისას....გაიხარე ლელას წარმატებებით,მისი ფორმაში ყოფნა საქართველოს ნაკრებს ძალიან წაადგება...არ არის საჭირო გოგონების დაპირისპირება , ჩვენ ეხლა მათი ერთად დგომა უფრო გვჭირდება....ჩაგდებული თამაშები კი ყველა მოჭადრაკის ხვედრია...ამას ვერ გაექცევი.... წარმატებები გოგონებო !!
მიაუუუ,nakrebshi pirveli dapis ra gitxrat nana ashkarad lideria,magram ai meore dapa namdvilad gadasaxedia,memgoni Lela imsaxurebs belaze metad,upro stabiluri da klasnia!
ლელა წარმატებები
წარმატებები გოგონებს!