ჭადრაკი

21:01 | 9.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილმა ჩინეთში ბოლო ადგილი დაიკავა

ჩინურ ვუსიში ლელა ჯავახიშვილისთვის (2464) წარუმატებლად დასრულდა საერთაშორისო ტურნირი China 3th Chess Women Masters-ი, რომელსაც 8 მასპინძელი და ორიც უცხოელი მონაწილე ჰყავდა.

ქართველმა მოჭადრაკემ 9 ტურში მხოლოდ 1 პარტია მოიგო, 5 ყაიმით დაასრულა და 3 მარცხი განიცადა. შედეგად, ჯავახიშვილმა 3.5 ქულა მოაგროვა შენ იანგთან (2397) ერთად მეცხრე-მეათე ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ბოლო პოზიცია დაიკავა.

ვუსის ტურნირის გამარჯვებული ჩინელი ჟონგი ტანი (2469) გახდა, რომელმაც რუსი ვალენტინა გუნინას მსგავსად 5.5 ქულა მოაგროვა და მას დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

0.134856