ლელა ჯავახიშვილმა (2464) ჩინურ ვუსიში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა. საწყის ტურებში დაფიქსირებული ყაიმის და მარცხის კვალად, მე-3 პარტიაში ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით მასპინძელ იუე ვანგს (2401) დაუპირისპირდა და 45-ე სვლაზე იმარჯვა.
ამგვარად, ჯავახიშვილმა თავი 1.5 ქულას მოუყარა და
მე-4 ტურში, რომელიც 3 ივნისს შედგება, ჯავახიშვილი შავებით სწორედ გალიდერებულ ტანს ეთამაშება. აქვე ვთქვათ, რომ ვუსის ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და 9 ივნისს დასრულდება.