ჭადრაკი

16:29 | 5.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილი აუტსაიდერებში რჩება

ერთდღიანი შესვენების შემდეგ, ჩინურ ვუსიში განახლდა საერთაშორისო ტურნირი 10 მოჭადრაკის მონაწილეობით, რომელთა შორის ქართველი ლელა ჯავახიშვილიც (2464) იმყოფება.

მე-5 ტურში ლელა თეთრი ფიგურებით რუს ვალენტინა გუნინას (2514) დაუპირისპირდა და 54-ე სვლაზე სვლაზე ყაიმი გააფორმა. შედეგად, ჯავახიშვილმა 2.0 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-9 ადგილზე იმყოფება.

მიუხედავად თანამემამულე შენ იანგთან (2397) მარცხისა, 3.5 ქულით პირველობას ინარჩუნებს ჟონგი ტანი (2483).

მე-6 ტურში ჯავახიშვილი შავებით კიდევ ერთ ჩინელ იიქსინ დინგს (2427) ეთამაშება. ისიც ვთქვათ, რომ ვუსის საჭადრაკო ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და 9 ივნისს დასრულდება.

0.122112