ფეხბურთი

18:57 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო პირველკლასელებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს

 

“როსტოვის” ფეხბურთელები ჯანო ანანიძე და არტიომ ძიუბა ფესტივალ “ფეხბურთის გაკვეთილების” მონაწილეები გახდებიან, რომელშიც სკოლის მასწავლებლების რანგში წარსდგებიან.

1 ოქტომბერს, როსტოვში მდებარე სტადიონ “ოლიმპ 2”-ში მასობრივი ფეხბურთის ფესტივალი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საფეხბურთო სკოლა “როსტოვისა” და ბავშვთა სახლების ყველაზე პატარა აღსაზრდელები მიიღებენ. მათთვის ფეხბურთის გაკვეთილს “როსტოვის” მწვრთნელები, ასევე, გუნდის წამყვანი მოთამაშეები – ანანიძე და ძიუბა ჩაატარებენ. ეს უკანასკნელნი, მოზარდ ფეხბურთელებს ბურთის ფლობის ტექნიკის ელემენტებს აჩევენებენ.

0.152061