“როსტოვის” შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრემიერლიგის სტარტზე “ტერეკთან” გამარჯვების ბოლო წუთამდე სჯეროდა.
- რთული იყო “ტერეკის” წინააღმდეგ მატჩში ჩართვა, როდესაც მეორე ტაიმის მსვლელობისას პოლოზი შეცვალეთ?
- იმ მომენტისთვის სტუმრებმა ხელთ იგდეს ინიციატივა, რომელსაც შესვენებამდე ჩვენ ვფლობდით. თუმცა, ამის შესახებ არ მიფიქრია. მთლიანად იმაზე ვიყავი გადართული, რომ “როსტოვში” დებიუტი მქონდა და როგორც სამწვრთნელო შტაბის, ასევე გულშემატკივრები იმედი უნდა გამემართლებინა.
- ღელავდით?
- ძალიან. თან, თითქოს სპეციალურად, გოლიც გავუშვით. მით უმეტეს, ამ ეპიზოდში მეც ვმონაწილეობდი. ბურთი “ამომქონდა” და მეტოქეს სახეში მოვარტყი – რიკოშეტი, შეტევა ჩვენს კარზე და პენალტი. “ტერეკი” დაწინაურდა, მაგრამ სულით არ დავცემულვართ და მატჩი სასურველი შედეგით დავასრულეთ.
- როდესაც ძიუბამ საპასუხო გოლი გაიტანა, გჯეროდათ, რომ მოგებაც შეგეძლოთ?
- იმ მომენტში ტაბლოს შევხედე და კიდევ 5 წუთი გვრჩებოდა სათამაშოდ. ვიგრძენი, რომ გროზნოელების დამარცხება შეგვეძლო. ეს მოვახერხეთ კიდეც, რადგან ბიჭები მატჩის პირველიდან ბოლო წამამდე გამარჯვებისთვის იბრძოდნენ.
- ძიუბასთვის გაკეთებული საგოლე პასი მიზანმიმართული იყო?
- დიახ. როდესაც კანგამ საჯარიმო მოედნიდან ბურთი ფლანგზე გადმომაწოდა, თავი ავწიე, დავინახე, რომ ძიუბა მეტოქის კარისკენ გარბოდა და შევეცადე, ისეთი პასი მიმეცა, რომ მას თავით კარგად დაერტყა. ძიუბამ ყველაფერი საუცხოოდ შეასრულა.
- საერთო ჯამში, საკუთარ დებიუტს როგორ შეაფასებდით?
- დასაწყისისთვის არცთუ ცუდად ვითამაშე – საკუთარ თავს სამს პლუსით დავუწერდი.
- როსტოვში ცხელა, თქვენს მშობლიურ ქობულეთში როგორი ამინდია?
- ახლა იქაც პლუს 35 გრადუსია. უბრალოდ, ქობულეთში ხალხი ზღვაზე ისვენებს, ხოლო ჩვენ აქ ვმუშაობთ. სიცხის მიუხედავად, ამას სიამოვნებით ვაკეთებ, რადგან ფეხბურთი ძალიან მიყვარს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://hdsport.ge/')>0?'http://hdsport.ge/':'http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
ეს რომ ბენტლიში წამოჭიმული ვნახე, ეგრევე ზაზა ჯანაშია გამახსენდა - ანუ ყველაფერი ფეხბურთის გარდა...
ჯანოზე რაც იმედები დავამყარეთ Pაქტია ვერ გაამართლა
გუნდის ლიდერი უნდა გახდეს აუცილებლად და გახდება კიდეც
ჯანოს ვაკო ყაზაიშვილი მირჩევნია და მომკალით თუ გინდათ,
აუ გავიგეთ რო საგოლე პასი გააკეთე, საგოლ. რა დონისაცაა იმ გუნდშიც თამაშობ, ლაპარაკს ფეღბურთი ითამაშე რა
დავიწყოთ იმით ფე"ღ"ბურთი < ასეთი სპორტი არ არსებობს , შენ ფეღები გაქვს თუ ფეხები? კიდევ , შენ თუ ჯანოს ნიჭში და შესაძლებლობებში ეჭვი შეგაქვს შენი საქმეა, 17 წლის ქართველით არსენალი და "გამილიარდერებული" სიტი რომ დაინტერესდება და უდიდესი სურვილი ექნებათ წაყვანის , (თუმცა ახვარმა რუსებმა არ გაუშვეს) ის ბიჭი როსტოვის დონის არ არის და მომკალით.>!
მიდი ჯანოოო....
ამათმა ჰომ არ გარეკეს ! ? , დღეს თამაშებს არ აჩვენებენ ? @
ვჰიუ , ყოფილა დილას თამაში , და ჩიხურას რატომ არ აჩვენებენ?
მაგ თამაშ მემგონი შვეიცარიაშიც არ აჩვენებენ იქაურ ობოლაძეს ჩიხურას გამოთქმა უჭირსო))
ობოლაძე იქ ვერ ეყოლებათ
DDDDDD, აქაურო მაინც სულ სხვაა 
დინამოზე არაფერი ისმის?ტრანსფერებზე...
თუ ენდობა ბოჟოვიჩი და ათამაშებს 90წუთს კარგი იქნება,პირველ მატჩში მე-60წუთიდან ათამაშა.თუ ლიდერის ფუნქციები აიღო!აბა თუ აქაც 30წუთი ათამაშეს მაშინ დაამთავროს კარიერა მორიგმა ქართველმა ტალანტმა...
წადი ჯანო ევროპაში-ესპანეთში-ესპანურ ტექნიკურ ფეხბურთში არის შანსი ჯანოს ფიზიკური აღნაგობის ფეხბურთელმა თავი გამოიჩინოს...
კაი კაცი ხარ ჯანო, მე უყურე თამაშს და ჯერ მართლა არ არის ფორმაში თუმცა საგოლე პასი კაი გაჭღა.
ლობჟანიძესთანაც კობახიძის მსგავსად გაუხანგრძლივებიათ კონტრაქტი. ვერ გავიგე რა ხდება? უამრავი გუნდია რომელიც დიდი სიამოვნებით აიყვანს გინდ ერთს და გინდ მეორეს და უკრაინელებს ამდენი ფული თუ აქვთ რომ არ ათამაშებენ და მაინც იხდიან ამხელა ხელფასებს ჩემ ანგარიშსაც მივცემ არაა პრობლემა. არც ამათ დაენგრევათ კარიერა და მეც კმაყოფილი დავრჩები.
скажите код вашей кредитной карточки му обезателно договор над вашей предложение
223332223
მეც!
კაია ჯობია როსტოვში იყო და სნავნოიში ჩაჯდე ვიდრე სპარტაკის ზამენაზე
აი ამ კაცის მთავარი ღირსება საჭირო მომენტში თავს ზევით წევს და საუცხოო პასს აკეთებს. ტექნიკა კაია მარა ეს ჩემთვის უდიდეს პლიუსს წარმოადგენს. ნუ ვართ ეგეთები ქართველები როსტოვსი რა გინდა და ეგეთები. როსტოვშიაა დაამტკიცოს შესაძლებლობები და ევროპული კლუბებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება ეს ყოველივე. ეხლა ყურების ჩამოყრის დრო არ არის.
კარგია როსტოვში იკ გამონჩდება რა არის
ხოდა იმედია სპარტაკში აღარ დაბრუნდება და გადავა ჰოლანდიაში ან რავი სხვა უკეთეს გუნდში
იმედი მაქვს რომ სათამაშო დრო მუდმივად ექნება და უფრო გაიხსნება კიდევ შეიძლება რომელიმე კარგ გუნდში ითამაშოს
))
მე შენ გადაწყვეტილებას 2 ს დავუწერდი. შენ კარიერას შენი ნიჭის გათვალისწინებით 3 მინუსით
მემგონი მოდის აზრზე და ხვდება უკვე ყველაფერს, ამიტომ ორიანს არ დავეთანხმებოდი)))
კაი ამ ერთხელ ვაპატიებ, 3 მინუსით იყოს ეგეც