ჯანო ანანიძე “როსტოვში” ითამაშებს განათხოვრებით. მოსკოვის “სპარტაკმა” და როსტოვულმა კლუბმა შეთანხმებას მიაღწიეს: “სპარტაკს” თუ სურვილი ექნება, იანვარში შეეძლება ფეხბურთელის დაბრუნება, თუ არადა, გაისად ზაფხულს.
“როსტოვმა” გასულ სეზონში მე-13 ადგილი დაიკავა და რუსულ პრემიერლიგაში პლეი ოფში მოგებით დარჩა: “სკა-ენერგიას” აჯობა. “სპარტაკმა” ასევე “როსტოვში” გაანათხოვრა ფორვარდი არტიომ ძიუბა.
აქვე ვთქვათ, რომ ჯანოს იჯარით აყვანა “ურალსაც” სურდა, ხოლო არნემის “ვიტესს” ფეხბურთელის შეძენა უნდოდა, მაგრამ “სპარტაკმა” ქართველი არ გაყიდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია