ფეხბურთი

22:59 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯადოსანი ანდროსი

”ანდროს თაუნსენდის ჯადოსნური თვე გრძელდება. ახლა ყველა ხვდება თუ რატომ ჩქარობს “ტოტენჰემი” მასთან მომავალ პარასკევს ახალი კონტრაქტის გაფორმებას. ბოლო დროს ის ინგლისის მთავარ ვარსკვლავად იქცა, ჩინებული დებიუტი ჰქონდა ნაკრებში და პრემიერლიგაშიც სასწაულებს ახდენს. მან “ასტონ ვილასთანაც” გახსნა ანგარიში, მაგრამ მთავარი ეს არ იყო. უფრო საინტერესო გახლდათ რა დღე აყარა მან მეორე ტაიმში მარჯვენა ფრთაზე საწყალ ბირმინგემელ მცველ ანტონიო ლუნას. ეს უნდა გენახათ,” – წერს The Telegraph-ის მიმომხილველი ჰენრი ვინტერი.

მართლაც, თაუნსენდი ჩინებულ ფორმაშია და ამაში, ახლახან, სამწუხაროდ, ჩვენც დავრწმუნდით “დინამო არენაზე.”

ტურის გვიან მატჩში “ტოტენჰემმა” სტუმრად მოუგო “ასტონ ვილას” და ქულებით “სიტის” გაუთანაბრდა. პირველ ტაიმში თაუნსენდმა გაიტანა, მეორეში სოლდადომ. ერთი ცუდი ფაქტიც მოხდა, ტრიბუნიდან თანამსაჯ დეივ ბრაიანს მაშხალა ესროლეს. პოლიციამ უკვე დაიწყო საქმის გამოძიება.

ასტონ ვილა – ტოტენჰემი 0:2 (0:1)

ბირმინგემი. “ვილა პარკი.” 35 391

ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ბეიკერი, ლუნა, ელ აჰმადი (სილა 73), დელფი, ვესტვუდი, ბაკუნა, აგბონლაჰორი (ტონევი 79), კოზაკი (ბენტეკე 61), ვაიმანი

მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი, დოუსონი, კირიკეში, უოლკერი, პაულინიო, ჰოლტბი (დემბელე 73), სიგურდსონი (ლენონი 66), სანდრო, თაუნსენდი, სოლდადო (დეფო 87)

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში

გოლები: 0:1 თაუნსენდი (31) 0:2 სოლდადო (69)

გაფრთხილება: ვესტვუდი (10), აგბონლაჰორი (58), დელფი (90+2); პაულინიო (38), დოუსონი (52), უოლკერი (89)

მსაჯი: ფილიპ დოუდი

ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 2(11)-6(6), ჯარიმა: 13-12, კუთხური: 4-7, თამაშგარე: 2-1, სეივი: 4-2

21 ოქტომბერი: კრისტალ პალასი – ფულემი

 

1.                                                                                   8        6        1        1        18:9        19       
2. 8 5 2 1 14:5 17
3. 8 5 2 1 13:7 17
4. სიტი 8 5 1 2 20:9 16
5. ტოტენჰემი 8 5 1 2 8:5 16
6. საუთჰემპტონი 8 4 3 1 8:3 15
7. ევერტონი 8 4 3 1 12:10 15
8. მანჩესტერი 8 3 2 3 11:10 11
9. ჰალი 8 3 2 3 7:9 11
10. ნიუკასლი 8 3 2 3 11:14 11
11. სუონსი 8 3 1 4 12:11 10
12. ვესტ ბრომვიჩი 8 2 4 2 7:6 10
13. ასტონ ვილა 8 3 1 4 9:10 10
14. ვესტ ჰემი 8 2 2 4 8:8 8
15. სტოკი 8 2 2 4 4:7 8
16. კარდიფი 8 2 2 4 8:13 8
17. ფულემი 7 2 1 4 5:9 7
18. ნორვიჩი 8 2 1 5 6:13 7
19. კრისტალ პალასი 7 1 0 6 5:13 3
20. სანდერლენდი 8 0 1 7 5:20 1

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143496