კალათბურთი

13:09 | 14.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიურანტმა კალიფორნიაშიც გაიბრწყინა

 

დღეიდან ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის (NBA) “ყველა ვარსკვლავთა” მატჩთან დაკავშირებით, პაუზა გამოცხადდა, დილას კი მხოლოდ 2 შეხვედრა ჩატარდა.

კიდევ ერთხელ გაიბრწყინა “ოკლაჰომა სიტის” ლიდერმა კევინ დიურანტმა, რომელმაც კალიფორნიში “ლოს ანჟელეს “ლეიკერსს” 43 ქულა ჩაუგდო და მიუხედავად იმისა, რომ “სანდერი” ბოლო მეოთხედის წინ 10 ქულით აგებდა, სტუმრებს გამარჯვება მოუტანა – 107:103. ისიც ვთქვათ, რომ დიურანტმა 43 ქულიდან 19 (!) დასკვნით მეოთხედში ჩააგდო.

თორნიკე შენგელიას ყოფილი და ახლანდელი გუნდების დაპირისპირება შედგა ჩიკაგოში, სადაც “ბულსმა” “ბრუკლინ ნეთსს” მოულოდნელად იოლად სძლია – 92:76.

ქართველი კალათბურთელი ბაბუის გარდაცვალების გამო სამშობლოში იმყოფება და ცხადია, თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

ჩიკაგოელთა მხრიდან ორმაგი დუბლის შესრულება ორმა კალათბურთელმა მოახერხა. ჟოაკიმ ნოამ 14 ქულას 13 მოხსნა და 7 პასი წაამატა, ხოლო კარლოს ბუზერის მონაგარი 15 ქულა და 10 მოხსნა იყო.

 

ჩიკაგო – ბრუკლინი 92:76 (29:19, 20:22, 20:20, 23:15)

ჩიკაგო: ბუზერი (15 ქ. 10 მ.) ბატლერი (14 ქ.), დანლივი (14 ქ.), ნოა (14 ქ. 13 მ. 7 პ.), ჰაინრიხი (9 ქ. 7 პ.); გიბსონი (16 ქ.), ოგასტინი (8 ქ.), მოჰამედი, სნელი.

ბრუკლინი: პირსი (15 ქ.), უილიამსი (13 ქ.), ჯონსონი (11 ქ.), ლივინგსტონი (10 ქ.), გარნეტი (4 ქ. 7 მ.); კირილენკო (8 ქ.), ბლატჩი (8 ქ.), ანდერსონი (6 ქ.), პლამლი (1 ქ.), ტერი, ტელეტოვიჩი.

 

ლეიკერსი – ოკლაჰომა სიტი 103:107 (24:17, 30:28, 28:27, 21:35)

ლეიკერსი: ჯონსონი (19 ქ.), კამანი (19 ქ. 10 მ. 6 პ.), უილიამსი (15 ქ. 9 მ.), მარშალი (14 ქ. 7 მ. 17 პ.), ბლეიკი (13 ქ.); ჰილი (10 ქ.), კელი (7 ქ.), საკრე (6 ქ.).

ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (43 ქ. 12 მ. 7 პ.), ჯეკსონი (16 ქ.), იბაკა (10 ქ. 7 მ. 5 დ.). სეფოლოშა (7 ქ.), პერკინსი (4 ქ.); ფიშერი (12 ქ.), ლემბი (11 ქ.), რობერსონი (4 ქ.), კოლისონი, ჯონსი, ადამსი.

0.142759