კალათბურთი

15:43 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიურანტის მეექვსე სამმაგი

ოკლაჰომა სიტი სანდერის” ლიდერმა კევინ დიურანტმა კარიერაში მე-6 სამმაგი დუბლი მიითვალა. კევინმა აღნიშნული “ლოს ანჟელეს ლეიკერსთან” წაგებულ შეხვედრაში (110:114) მოახერხა, როდესაც ანგარიშზე 27 ქულა, 10 მოხსნა და 12 პასი ჩაიწერა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ კალიფორნიელთა გამარჯვება ჯოდი მიქსმა განაპირობა, რომელმაც კარიერისთვის სარეკორდო 42 ქულა ჩააგდო.

დიურანტის მორიგ მიღწევას ოკლაჰომელთა მთავარი მწვრთნელი სკოტ ბრუკსი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც კევინს მეტის მიღწევაც შეუძლია, თუმცა, პირად მიღწევებს გუნდურ თამაშს ამჯობინებს. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში დიურანტის საშუალო მონაგარი 31.8 ქულაა.

“მოდით, სიმართლე ვთქვათ. მას რომ მეტი ქულის ჩაგდება უნდოდეს, აუცილებლად მოახერხებდა. თუმცა, კევინი გავლენას მთელ თამაშზე ახდენს და პასების დარიგებითაც არის დაკავებული. დიურანტი დაცვაშიც სასარგებლოა და თავის დაცვა ნებისმიერი ამპლუის კალათბურთელისგან შეუძლია. ის გუნდისთვის ბევრს რამეს აკეთებს”, - აღნიშნა ბრუკსმა.

გასულ სათამაშო დღეს ნბა-ში ჯამში 9 მატჩი გაიმართა, რომელთაგან ჩიკაგოში ჩატარებულ ჯახს გამოვარჩევთ. თორნიკე შენგელიას “ბულსმა” ლიგის მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე სეზონშიც გამარჯვების მთავარი პრედენტენტი “მაიამი ჰითი” მიიღო და ოვერტაიმში 95:88 მოიგო.

სამწუხაროდ, ქართველ ფორვარდს სათადარიგოთა სკამიდან წამოდგომა არც ამ მატჩში ღირსებია, მასპინძელთა გამარჯვება კი ჩინებულმა გუნდურმა თამაშმა განაპირობა. ისევ გამოიჩინა თავი ფრანგმა ლეგიონერმა ჟოაკიმ ნოამ, რომელმაც მორიგ სამმაგ დუბლს შეუტია – 20 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი, 5 დაფარება.

ტრიპლ-დაბლს “გაეთამაშა” ფლორიდელთა უმთავრესი ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსიც (17 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი), თუმცა, მისი გარჯა მაინც არადამაკმაყოფილებლად უნდა მივიჩნიოთ, რადგანაც 23 ტყორცნიდან მხოლოდ 8 გამოიყენა. ისიც ვთქვათ, რომ ოვერტაიმში “ჰითმა” მხოლოდ 2 ქულა (!) ჩააგდო.

“ჩიკაგომ” 35 მოგებით და 28 მარცხით ცენტრალურ დივიზიონში მე-2 ადგილი შეინარჩუნა, აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მე-4 პოზიციაზე იმყოფება. შენგელიას კლუბი მომდევნო მატჩს 12 მარტის დილას “სან ანტონიო სპურზთან” ჩაატარებს, 11-ში კი ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” ქართველის ერთ-ერთ ყოფილ გუნდ “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლებს.

 

ჩიკაგო – მაიამი 95:88 ოტ. (21:19, 16:24, 22:24, 27:19, 9:2)

ჩიკაგო: ნოა (20 ქ. 12 მ. 7 პ. 5 დ.), ბატლერი (16 ქ. 11 მ.), ჰაინრიხი (11 ქ.), ბუზერი (9 ქ.), დანლივი (8 ქ.); ოგასტინი (22 ქ.), გიბსონი (7 ქ. 10 მ.), მოჰამედი (2 ქ.), სნელი.

შენგელიას არ უთამაშია

მაიამი: უეიდი (25 ქ.), ჯეიმსი (17 ქ. 9 მ. 8 პ.), ბოში (15 ქ.), ჩალმერსი (9 ქ.), ბატიე; კოული (11 ქ.), ალენი (7 ქ.), ბიზლი (2 ქ.), ანდერსენი (2 ქ. 13 მ. 6 დ.), ოდენი.

 

ლეიკერსი – ოკლაჰომა სიტი 114:110 (26:35, 25:21, 36:19, 27:35)

ლეიკერსი: მიკსი (42 ქ.), გასოლი (20 ქ. 11 მ.), კელი (12 ქ. 8 პ.), ჯონსონი (11 ქ.), მარშალი (10 პ.); ფარმარი (12 ქ.), ბეიზმორი (11 ქ. 7 მ.), ჰენრი (4 ქ.), საკრე (2 ქ.).

ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (27 ქ. 10 მ. 12 პ.), იბაკა (21 ქ. 15 მ.), უესტბრუკი (20 ქ. 7 მ. 8 პ.), ჯონსი (7 ქ.), ადამსი; ჯეკსონი (14 ქ. 9 მ.), ფიშერი (8 ქ.), ბატლერი (4 ქ.), ტაბიტი (4 ქ.), ლემბი (3 ქ.), კოლისონი (2 ქ.).

 

ნიუ ორლეანი – დენვერი 111:107 ოტ. (17:29, 26:25, 30:19, 21:21, 17:13)

ნიუ ორლეანი: დევისი (32 ქ. 17 მ. 6 დ.), ევანსი (20 ქ.), გორდონი (10 ქ.), რობერტსი (8 ქ.), აჟენსა; მოროუ (14 ქ.), რივერსი (13 ქ.), ამინუ (9 ქ. 8 მ.), უიტი (4 ქ.), სტიემსმა (1 ქ. 8 მ.).

დენვერი: ფარიდი (22 ქ. 14 მ.), ლოუსონი (15 ქ. 12 პ.), ჩენდლერი (14 ქ. 7 მ.), მოზგოვი (10 ქ.), ფოი (7 ქ.); ბრუკსი (15 ქ.), ჰიკსონი (12 ქ. 9 მ.), ფურნიე (6 ქ.), ვესელი (4 ქ.), არტური (2 ქ.), რენდოლფი.

 

ბოსტონი – დეტროიტი 118:111 (26:22, 31:27, 38:35, 23:27)

ბოსტონი: გრინი (27 ქ.), ჰამფრისი (20 ქ. 11 მ.), ბეილესი (15 ქ.), რონდო (11 ქ. 18 პ.), ბასი (5 ქ.); ოლინიკი (18 ქ.), სალინჯერი (14 ქ. 8 მ.), ჯონსონი (6 ქ.), ბები (2 ქ.), პრესი (6 პ.).

დეტროიტი: სმიტი (28 ქ. 11 მ.), მონრო (22 ქ. 14 მ.), დრამონდი (18 ქ. 22 მ.), ჯენინგსი (14 ქ. 7 პ.), სინგლერი (8 ქ.); ბაინემი (18 ქ.), სტაკი (3 ქ.), კოლდუელ-პოუპი, იერებკო.

 

ბრუკლინი – საკრამენტო 104:89 (28:19, 21:21, 28:25, 27:24)

ბრუკლინი: ჯონსონი (18 ქ.), უილიამსი (10 ქ. 7 პ.), ლივინგსტონი (10 ქ.), პლამლი (5 ქ.), პირსი (2 ქ.); ტორნტონი (27 ქ.), ანდერსონი (11 ქ.), ტელეტოვიჩი (9 ქ.), კირილენკო (5 ქ.), ბლატჩი (4 ქ.), კოლინზი (2 ქ.), გუტიერესი (1 ქ.), ტიგი.

საკრამენტო: კაზინსი (28 ქ. 20 მ.), გეი (20 ქ.), ტომასი (10 ქ.), მაკლემორი (8 ქ.), ტომპსონი (4 ქ.); უილიამსი (8 ქ.), მაკკალუმი (5 ქ.), აუტლო (3 ქ.), ევანსი (3 ქ. 9 მ.), ჯონსონი, ეისი.

 

ჰიუსტონი – პორტლენდი 118:113 ოტ. (28:30, 19:24, 26:31, 33:21, 12:7)

ჰიუსტონი: ჰარდენი (41 ქ. 10 მ. 6 პ. 6 ჩ.), ჰოვარდი (17 ქ. 12 მ.), პარსონსი (16 ქ. 7 მ.), ბევერლი (12 ქ.), ჯონსი (2 ქ.); ლინი (26 ქ.), ჰემილტონი (4 ქ.), მოტეიუნასი, აშიკი.

პორტლენდი: ოლდრიჯი (28 ქ. 12 მ.), მეტიუზი (26 ქ.), ლილარდი (21 ქ.), ლოპესი (11 ქ. 11 მ. 5 დ.), ბატუმი (8 ქ. 12 მ. 6 პ.); უილიამსი (10 ქ. 11 პ.), მაკკოლუმი (7 ქ.), ლენარდი (2 ქ.), რობინსონი.

 

მინესოტა – ტორონტო 104:111 (33:33, 19:20, 24:30, 28:28)

მინესოტა: ლავი (26 ქ. 11 მ. 9 პ.), მარტინი (20 ქ.), ბრიუერი (17 ქ. 6 ჩ.), პეკოვიჩი (17 ქ. 11 მ.), რუბიო (8 ქ. 7 პ.); მუჰამადი (6 ქ.), ბარეა (5 ქ.), ბადინგერი (3 ქ.), კანინგემი (2 ქ.), შვედი, მბა ა მუტე.

ტორონტო: დეროზანი (25 ქ. 7 მ.), ლოური (20 ქ. 12 მ. 11 პ.), როსი (15 ქ.), ჯონსონი (15 ქ.), ვალანჩიუნასი (4 ქ. 9 მ.); ნოვაკი (15 ქ.), ვასკესი (12 ქ.), ჰეიესი (3 ქ.), სელმონსი (2 ქ.), ფილდსი, ჰენსბრო.

 

დალასი – ინდიანა 105:94 (30:18, 18:27, 28:26, 29:23)

დალასი: ელისი (20 ქ. 8 მ.), ნოვიცკი (14 ქ. 8 მ.), მერიონი (12 ქ.), კალდერონი (10 ქ. 7 პ.), დალემბერტი (8 ქ. 8 მ.); ჰარისი (20 ქ.), კარტერი (10 ქ. 7 მ.), ბლეირი (5 ქ.), რაიტი (4 ქ.), კრაუდერი (2 ქ.).

ინდიანა: ჯორჯი (27 ქ. 11 მ.), სტივენსონი (21 ქ.), ჰილი (20 ქ.), ჰიბერტი (14 ქ.), უესტი (8 ქ. 7 მ.); ტერნერი (2 ქ.), სკოლა (1 ქ.), მაინმი (1 ქ.), სლოუნი, ბატლერი, ჰილი, კოუპლენდი.

 

გოლდენ სტეიტი – ფინიქსი 113:107 (22:29, 34:32, 38:17, 19:29)

გოლდენ სტეიტი: ლი (26 ქ. 9 მ.), ტომპსონი (22 ქ.), კარი (18 ქ. 9 პ.), იგუდალა (7 ქ. 6 პ.), ბოგუტი (4 ქ.); გრინი (13 ქ.), ბლეიკი (7 ქ.), კროუფორდი (7 ქ.), ბარნსი (7 ქ.), ო’ნილი (2 ქ.). 

ფინიქსი: გრინი (25 ქ.), დრაგიჩი (24 ქ. 6 პ.), ფრაი (16 ქ.), ტაკერი (11 ქ. 9 მ.), ლენი (3 ქ.); მარკუს მორისი (11 ქ.), მარკიფ მორისი (10 ქ.), სმიტი (4 ქ.), პლამლი (2 ქ.), რენდოლფი (1 ქ.).

0.115546