თამაშგარე

14:32 | 6.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიპლომირებული “ზიზუ“

თუკი სხვა სპეციალობის ადამიანები დიპლომებს როგორც წესი 22-23 წლის ასაკში იღებენ, მწვრთნელებს ამის ბედნიერება უმეტეს შემთხვევაში მაშინ ეძლევათ, როდესაც 40 წელს გადასცდებიან. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მწვრთნელთა უმეტესობა ყოფილი ფეხბურთელია, რომელთაც მწვრთნელობა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდგომ გადაწყვიტეს.

ასე მოხდა ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის, ზინედინ ზიდანის შემთხვევაშიც. მადრიდის “რეალის“ იტალიელი დამრიგებლის, კარლო ანჩელოტის უშუალო ჩარევითა და შეგონებით, “მამლების” ყოფილმა ათმა ნომერმა მაღალი კატეგორიის მწვრთნელის დიპლომი მოიპოვა.

ზინედინს წელიწადზე ნაკლები დრო დასჭირდა მწვრთნელის დიპლომ-სერთიფიკატის მოსაპოვებლად და ამ დროის მანძილზე ალჟირელ-ფრანგი “ზიზუ“ გამუდმებით ესწრებოდა სპეციალურ ლექციებსა და ტრეინინგებს. ახლა ზიდანი სრულფასოვანი მწვრთნელია და შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ეს უკანასკნელი საფეხბურთო კლუბს ერთპიროვნულად უხელმძღვანელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16239