"კლივლენდ კავალიერსის" უკანახაზელ დიონ ვეიტერსს მარცხენა მუხლის ტრავმა აწუხებს და შესაძლოა მისთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდეს - ინფორმაციას ავრცელებს The Akron Beacon Journal. არ არის გამორიცხული ახალგაზრდა კალათბურთელს ოპერაციაც დასჭირდეს.
უიტერსმა დაზიანება 18 მარტს "ინდიანასთან" დაპირისპირებისას მიიღო, რის შემდეგაც "კავალიერსის" ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება, რომ დიონი ერთ კვირას გამოტოვებდა, თუმცა ტრავმა გაცილებით რთული აღმოჩნდა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბაირონ სკოტმა იმედიც კი დაკარგა: "ჯერჯერობით, ვეიტერსის დაბრუნება პარკეტზე სრული ფანტასტიკის სფეროდანაა, მაგ მომენტამდე ჯერ ძალიან შორია."