ფეხბურთი

23:46 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” ვარჯიშს კაკაბაძე, ხურცილავა და მერებაშვილი დააკლდნენ

თბილისის “დინამოს” თურქული საწვრთნელი შეკრების მესამე დღე დილის სპეციფიური ვარჯიშით დაიწყო. პოლონურ კლუბთან გამართული ტესტ-მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებს წყლის აღგენითი პროცედურა ჩაუტარდათ, საღამოს კი მალხაზ ჟვანიამ ფეხბურთელები მოედანზე დატვირთა.

დინამოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, აქცენტი ტექნიკურ-ტაქტიკურ ვარჯიშზე გაკეთდა, წვრთნის მეორე ნაწილი კი სატრენაჟორო დარბაზში ძალაზე მუშაობას დაეთმო.

დღევანდელ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ ოთარ კაკაბაძეს, დავით ხურცილავას და გიორგი მერებაშვილს, რომლებიც “პოდბესკიძიესთან” ჩატარებულ შეხვედრაში დაშავდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112911