ფეხბურთი

18:10 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი უდირექტორებს

თბილისის “დინამოს” დირექტორის მოვალეობას 52 წლის მამუკა მახათაძე შეასრულებს. მან ხსენებულ პოსტზე სანდრო შახოვი შეცვალა.

ის წლების მანძილზე წარმატებით სხვადასხვა ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობდა. არის ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრი (უეიკფორესტის უნივერსიტეტი, აშშ) მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, კითხულობს ლექციებს ორგანიზაციულ მენეჯმენტში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში – GIPA.

მამუკა მახათაძე: “დინამო” ყველა თაობის, განსაკუთრებით კი ჩვენი თაობის თბილისელთათვის  მშობლიური და საყვარელი კლუბია. ბავშვობა და ახალგაზრდობა “დინამოს” სტადიონზე გავატარე და სხვებთან ერთად ბედნიერი ვიყავი 13 მაისს და “დინამოს” სხვა გამარჯვებების დღეებში. გამომდინარე აქედან, ძალიან საინტერესო, საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულება დამეკისრა. ჯერ მხოლოდ ერთი შემიძლია: ვთქვა-ძალისხმევას არ დავიშურებ კლუბის შემდგომი განვითარებისთვის”.

ფოტო fcdinamo.ge


0.114487