ფეხბურთი

16:24 | 3.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” მატჩს ისლანდიელი განსჯის, “დილასას” - უნგრელი

6 აგვისტოს, ბუქარესტის “სტიაუასა” და თბილისის “დინამოს” შეხვედრას ისლანდიელები იმსაჯებენ. კრისტინ იაკობსონი - ის იქნება მთავარი მსაჯი. მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება “ნაციონალ არენაზე”. როგორც იცით, პირველი თამაში დინამოელებმა შინ 0:2 წააგეს. 

რაც შეეხება გორის “დილასა” და სპლიტის “ჰაიდუკის” დაპირისპირებას, რომელიც 8 აგვსტოს “მიხეილ მესხზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება, უნგრელები იმსაჯებენ ტამაშ ბოგნარის მეთაურობით. შეგახსენებთ, გორელებმა პირველი მატჩი სპლიტში 1:0 მოიგეს.   


0.120031