შვეიცარიის ქალაქ ნიონში კენჭისყრა ჩატარდა, სადაც თბილისის “დინამოსა” და “აქტობეს” შორის გამარჯვებულის სავარაუდო მეტოქეები გაირკვა. თუკი “დინამო” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური “აქტობეს” ბარიერს გადალახავს, მომდევნო ეტაპზე, ბუქარესტის “სტიაუასა” და ნორვეგიული “სტრემსგოდსეტის” წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.
დიდი ალბათობით, ხსენებული წყვილიდან, მომდევნო ეტაპზე რუმინელები გავლენ – “სტიაუამ” “სტრემსგოდსეტს” გასვლით მატჩში მინიმალური ანგარიშით სძლია, მომდევნო კვირაში კი, საპასუხო მატჩი ბუქარესტში ტარდება. “სტიაუა” წყვილის უდავო ფავორიტად მიიჩნევა.
შეგახსენებთ, რომ “აქტობესთან” “დინამო არენაზე” ჩატარებული მატჩი თბილისელებმა 0:1 წააგეს. მიხალ ბილეკის გუნდი ყაზახეთში 23 ივლისს ითამაშებს.
უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე შემდეგი კლუბები გაარკვევენ ურთიერთობას:
“ზენიტი” (რუსეთი) – აელ-ი (კვიპროსი)
“დნიპრო” (უკრაინა) – “კოპენჰაგენი” (დანია)
“ფეინოორდი” (ჰოლანდია) – “ბეშიქთაში” (თურქეთი)
“გრასჰოპერსი” (შვეიცარია) – “ლილი” (საფრანგეთი)
“სტანდარდი” (ბელგია) – “პანათინაიკოსი” (საბერძნეთი)
“ვალეტა” (მალტა) / “ყარაბახი” (აზერბაიჯანი) – “ზალცბურგი” (ავსტრია)
“კლიფტონვილი” (ჩრ.ირლანდია) / “დებრეცენი” (უნგრეთი) – ბატე (ბულგარეთი) / “სკენდერბეუ” (ალბანეთი)
“სლოვანი” (სლოვაკეთი) / THC (უელსი) – “შერიფი” (მოლდოვა) / “სუტიესკა (ჩერნოგორია)
“ოლბორგი” (დანია) – “დინამო” ზაგრები (ხორვატია) / “ჟალგირისი” (ლიტვა)
“ლეგია” (პოლონეთი) / “სენტ პატრიკსი” (ირლანდია) – “რეიკიავიკი” (ისლანდია) / “სელტიკი” (შოტლანდია)
“დინამო” თბილისი (საქართველო) / “აქტობე” (ყაზახეთი) – “სტრემსგოდსეტი” (ნორვეგია) / “სტიაუა” (რუმინეთი)
“ერინსკი” (ბოსნია) / “მარიბორი” (სლოვენია) – “მაკაბი” (ისრაელი) / “სანტა კოლომა” (ანდორა)
“რაბოტნიჩკი” (მაკედონია) / ჰიკ-ი (ფინეთი) – აპოელ-ი (კვიპროსი)
“სპარტა” (ჩეხეთი) / “ლევადია” (ესტონეთი) – “მალმე” (შვედეთი) / “ვენსპილსი” (ლატვია)
“ლუდოგორეცი” (ბულგარეთი) / “დიუდელანჟი” (ლუქსემბურგი) – “პარტიზანი” (სერბეთი) / “ტორსჰავნი” (ფარერები)