ფეხბურთი

16:14 | 15.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” წლევადელ სეზონში შინ პირველად წააგო

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საკვირაო მატჩებში ცოტა გოლი გავიდა და ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ძალიან ცივი ამინდიცაა. მოულოდნელად დამთავრდა შეხვედრა “დინამო არენაზე”, სადაც “დინამო” “ვიტ ჯორჯიას” მასპინძლობდა. დამთვრებამდე ორიოდ წუთი რჩებოდა, როცა სტუმარმა გიორგი კორიფაძემ მარცხნიდან საჯარიმო მეკარის ბაქანთან ჩააწოდა, იქ კი ყველას ლაშა კასრაძემ დაასწრო და თავით შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. ეს დინამოელთა პირველი საშინაო მარცხი გახლდათ წლევანდელ სეზონში.

“სიონი” კი უკვე მეშვიდე ტურია წაუგებელია. კვირას მათ “მერანი” დაამარცხეს და ცხრილში მეხუთე ადგილზე აინაცვლეს. “დილამ” და “ჩიხურამ” კი ერთმანეთს ვერ გაუტანეს.

15 დეკემბერი

დინამო (თბილისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ლაშა კასრაძე (89)

 

სიონი (ბოლნისი) – მერანი (მარტვილი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 დავით სვანიძე (30), 2:0 ვალერი აბრამიძე (90)

 

დილა (გორი) – ჩიხურა (საჩხერე) 0:0

 

14 დეკემბერი

მეტალურგი (რუსთავი) – გურია (ლანჩხუთი) 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 გიორგი ჩირგაძე (17), 2:0 გიორგი გავაშელიშვილი (49), 3:0 გიორგი ჩირგაძე (72), 3:1 მამუკა ტორონჯაძე (89)

 

ტორპედო (ქუთაისი) – ზუგდიდი 1:2 (0:0)

გოლები: 0:1, 0:2 ირაკლი ეხვაია (49, 50), 1:2 რევაზ ბარაბაძე (79)

 

ზესტაფონი – სპარტაკი (ცხინვალი) – გადაიდო

 

მეგოლეები:

12 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)

9 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (“დილა”)

8 – ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

0.106296